ჰუჯეფა I
ჰუჯეფა I — ძველი ეგვიპტის მეორე დინასტიის ფარაონის ფსევდონიმი ან კარტუშის სახელი.
მისი მეფობის ზუსტი ხანგრძლივობა უცნობია. ტურინის პაპირუსის მიხედვით იგი 11 წელი მართავდა ქვეყანას. ძველი ბერძენი ისტორიკოსი მანეთონი ვარაუდობდა, რომ იგი ქვეყანას მართავდა 48 წელი. ეგვიპტოლოგები ორივე ცნობას გადაჭარბებულად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ჰუჯეფა I ფარაონი იყო მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში.
სახელი ჰუჯეფა მოიხსენიება საქარისა და ტურინის სიებში. ორივე სია ჰუჯეფას წინამორბედად ნეფერკასოკარს, ხოლო მემკვიდრედ – ხასეხემუის თვლის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Alan H. Gardiner: The royal canon of Turin. Griffith Institute of Oxford, Oxford (UK) 1997, ISBN 0-900416-48-3
- Iorwerth Eiddon Stephen Edwards: The Cambridge Ancient History Vol. 1, Pt. 2: Early history of the Middle East, 3rd volume (Reprint). Cambridge University Press, Cambridge 2006, ISBN 0-521-07791-5