ჰუსეინიას მეჩეთი
ჰუსეინიას მეჩეთი (თათების მეჩეთი) (აზერ. Hüseyniyyə məscidi və ya Tatlar məscidi) — XIX საუკუნის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში. ჰუსეინიას მეჩეთი არის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, რომელიც აშენდა 1825 წელს ირანის პრინცის ბაჰმან მირზას ქალიშვილის, საბია ხანუმის სახსრებით. მეჩეთს ირანიდან ჩამოსული მორწმუნეებიც სტუმრობდნენ, რის გამოც ადგილობრივმა მოსახლეობამ უწოდა მას „თათების მეჩეთი“. მაგრამ არსებული ქითაბეს თანახმად თავდაპირველად მეჩეთს ეწოდებოდა „ჰუსეინია“. მეჩეთში, მიჰრაბის თავზე შემონახულია სამი ქითაბე. ერთ-ერთ მათგანში წერია: „ამ მეჩეთს საფუძველი ჩაეყარა საბია ხანუმის სამფლობელოში მისივე სახსრებით. შენობის მშენებლობაში ინვესტიციები ჩადეს სხვა ადგილობრივმა მიწათმფლობელებმაც“.[1]
ჰუსეინიას მეჩეთი აზერ. Hüseyniyyə məscidi | |
---|---|
მდებარეობა | განჯა, აზერბაიჯანი |
მოქანდაკე | საბია ხანუმ, ბახმან მირზა კაჯარის ქალიშვილი |
სტილი | არანის არქიტექტურული სკოლა |
თარიღდება | 1825 |
XIX საუკუნის ბოლოს ა.ს.პუშკინის დაბადების მეასე წლისთავთან დაკავშირებით ჰუსეინიას მეჩეთი აქციეს ბიბლიოთეკად, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და მოკლე ხანში მეჩეთმა კვლავ დაიწყო ფუნქციონირებდა. 1920 წელს ბიბლიოთეკის მოღვაწეობა აღდგა, და მას მიენიჭა სახელი „ნიზამი-პუშკინი“. სახალხო მხატვარმა თოღრულ ნარიმანბეკოვმა შეასრულა მოხატულობა შენობის შიგნითა კედელზე ნიზამის წლისთავის წინადღეს. ამჟამად ბიბლიოთეკა ატარებს აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯევის სახელს. ნიზამი განჯევის სახელობის №19 ბიბლიოთეკა ითვლის დაახლოებით 100000-მდე წიგნს.[2]