ჰუსეინაღა ჰაჯიბაბაბეკოვი
ჰუსეინაღა სულთან ოღლუ ჰაჯიბაბაბეკოვი (აზერ. Hüseynağa Hacıbababəyov) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მომღერალი (ლირიკული ტენორი),[1] აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1938), ჯაზმენ სალმან გამბაროვის ბაბუა.[2]
ჰუსეინაღა ჰაჯიბაბაბეკოვი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 7 (19) მაისი, 1898 |
დაბ. ადგილი | შემახა |
გარდ. თარიღი | 10 ნოემბერი, 1972 (74 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო დაკრძალვის II ხეივანი ბაქოში |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1898 წელს შემახაში. ჰაჯიბაბაბეკოვი რბილ მაღალ ხმას ფლობდა. ასრულებდა აზერბაიჯანულ მუღამებს და ხალხურ სიმღერებს. 1910 წლიდან მღეროდა საზოგადოება „ნიჯათის“ გუნდში (ბაქო). 1913 წლიდან საზოგადოება „საფას“ დრამტულ სპექტაკლებში მონაწილეობდა. 1916 წლიდან გახდა აზერბაიჯანული მუსიკალური ჯგუფის წევრი (ქალთა როლებს ასრულებდა), რომლის შემადგენლობაში გასტროლირებდა ამიერკავკასიაში, შუა აზიასა და ირანში. 1920 წლიდან აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. ამ დროიდან გამოდიოდა სოლო კონცერტებით. ასრულებდა რა ორიგინალის ენაზე რუსი, სომეხი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. 1928 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის კონსერვატორია.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycan diskoqrafiyası — Hüseynağa Hacıbababəyov
- ↑ Əfrasiyab Bədəlbəyli Hüseynağa Hacıbababəyov haqqda — Milli ənənələrlə qidalanan müğənni
- ↑ К. А. Касимов. Под ред. Ю. В. Келдыша. Гаджибабабеков Г. А. С. // Музыкальная энциклопедия. — М.: Советская энциклопедия, Советский композитор. — 1973—1982.. Музыкальная энциклопедия. — М.: Советская энциклопедия, Советский композитор. Под ред. Ю. В. Келдыша. 1973—1982.