ჰუნდერტვასერჰაუსი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰუნდერტვასერჰაუზი)

ჰუნდერტვასერჰაუზი (გერმ. Hundertwasserhaus) — მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ვენაში, ავსტრია, შექმნილი ავსტრიელი ხელოვანი ფრიდენშრაიხ ჰუნდერტვასერის პროექტის მიხედვით. ვენის ეს ლენდმარკი მდებარეობს მესამე ბეცირკეში, კეგელგასეს 34-38-ში (48°12′26″N, 16°23′39″E).

ჰუნდერტვასერჰაუზი ვენაში

შენობა აიგო 1983-86 წლებში უნივ. პროფესორ-არქიტექტორების იოზეფ კრავინასა და პეტერ პელიკანის მიერ. შენობას ახასიათებს უსწორმასწორო იატაკები, სახურავზე მიწა და ბალახი, დიდი ზომის ხეები ოთახებში, რომელთა ტოტები ფანჯრებიდან გამოდის. ჰუნტერტვასერს შენობის პროექტისთვის გასამრჯელო არ აუღია, განაცხადა რა, რომ ამ შენობის ჩადგმით მან ეს ადგილი რაიმე სიმახინჯისგან გადაარჩინა.

შენობაში 52 ბინა, ოთხი ოფისი, 16 კერძო და 3 კომუნალური ტერასა, 250 ხე და ბუჩქია. ჰუნდერტვასერის სახლი ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობად იქცა და ამ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული.

ჰუნდერტვასერის სხვა სახლები

რედაქტირება

მსგავსი შენობები აშენებულა და დღესაც შენდება სხვა ადგილებში. 1992 წელს ჰუნდერვასერის სახლი აიგო პლოხინგენში, 1999 წელს დარმშტადტში, ხოლო 2004 წელს კიდევ ერთი ჰუნდერტვასერის სახლის მშენებლობა დაიწყო მაგდებურგში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება