ჰრაჩია ღაფლანიანი
ჰრაჩია ღაფლანიანი (სომხ. Հրաչյա Ղափլանյան; დ. 14 ნოემბერი, 1923, გარგარი, ასფსრ, სსრკ — გ. 17 აგვისტო, 1988, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი საბჭოთა მსახიობი, თეატრისა და ოპერის რეჟისორი, პედაგოგი. 1971 წელს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.
ჰრაჩია ღაფლანიანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Հրաչյա Ղափլանյան |
დაბადების თარიღი |
14 ნოემბერი, 1923 გარგარი, ასფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
17 აგვისტო, 1988 (64 წლის) ერევანი, სომხეთის სსრ |
დაკრძალულია | კომიტასის პანთეონი |
ეროვნება | სომეხი |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი, თაეტრისა და ოპერის რეჟისორი, პედაგოგი |
დაიბადა 1923 წელს სოფელ გარგარში სტეფანავანის მახლობლად მუშის ოჯახში. პირველად სცენაზე გამოვიდა 12 წლის ასაკში ლენინაკანის თეატრში. 1937-1962 წლებში ერევნის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, შემდეგ კი რეჟისორია. თეატრში მუშაობის პარალელურად სწავლობდა ერევნის თეატრალურ სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1940 წელს. 1956-1959 და 1986 წლიდან გარდაცვალებამდე ერევნის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორია.
გარდაიცვალა 1988 წელს ერევანში. დაკრძალულია კომიტასის სახელობის პანთეონში.