ჰორაციუსთა ფიცი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰორაციების ფიცი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰორაციების ფიცი1784 წელს ჟაკ-ლუი დავიდის მიერ შექმნილი ნახატი, რომლის შესასრულებლად იგი საგანგებოდ ჩავიდა რომში და თავისი შედევრი პირველად გამოფინა. მომდევნო წელს „ჰორაციუსების ფიცი“ უკვე პარიზელებმა ნახეს. ტილოზე ძველი რომის რესპუბლიკის დამცველი სამი ძმა ჰორაციუსია გამოსახული. ფიგურები სამი თაღის ჩაბრუნებულად, მუქ ფონზეა გამოსახული, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სურათის ცენტრალურ ნაწილში მდგომი ცეცხლისფერმოსასხამიანი მამა ჰორაციუსი. მას ხელთ უპყრია სამი მახვილი, რომლებიც რომის რესპუბლიკის მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად გულანთებულ სამ შვილს უნდა გადასცეს. ვაჟებს მამისკენ ერთსულოვნად გადაუდგამთ გაბედული ნაბიჯი და მახვილებისაკენ მტკიცედ შეუმართავთ ხელი. მეომრების ვაჟკაცურ თავგანწირვას მამა ჰორაციუსის უკან მსხდომი ქალების მწუხარება უპირისპირდება.

ჰორაციების ფიცი

ტილოზე - „ჰორაციუსთა ფიცი" - ასახულია მოქალაქეობრივი ღირსება, რესპუბლიკური იდეალები და სამშობლოს დასაცავად სიცოცხლის გაწირვის მოწოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sophie Monneret. David and neo-classicism. — Terrail, 1999. — 207 გვ. — ISBN 2-87939-217-9.
  • Ingo F. Walther. Masterpieces of Western art : a history of art in 900 individual studies : from the Gothic to the present day. — Taschen, 2005. — Т. 1. — გვ. 365. — ISBN 3-8228-4746-1.
  • Путеводитель по Лувру. — Париж: Réunion des Musées Nationaux, 2007. — გვ. 212—213. — 480 გვ. — ISBN 2-7118-5134-6.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: