ჭეშმარიტების მახვილის პერსონაჟები

(გადამისამართდა გვერდიდან ჰოლი (პერსონაჟი))

ამერიკელი მწერლის, ტერი გუდკაინდის, ციკლ „ჭეშმარიტების მახვილის“ პერსონაჟები.

მთავარი გმირები

რედაქტირება

კალან ამნელი

რედაქტირება
 
კალან ამნელი

კალან ამნელი (ინგლ. Kahlan Amnell) — დედა-აღმსარებელი, შუამიწეთის საბჭოს მეთაური, გალეისა და კელტონის დედოფალი, რიჩარდის ცოლი.

კალანი — ციკლის საკვანძო პერსონაჟი. მყიფე და მოხდენილი გოგონა გრძელი ყავისფერი თმებით (შუამიწეთში თმების სიგრძე ადამიანის სტატუსზე მეტყველებს, დედა-აღმსარებელს შეეძლო ყველაზე გრძელი თმების ტარება), აქვს მწვანე თვალება, აცვია გრძელი თეთრი კაბა (დედა-აღმსარებლის კაბა). იცავს შუამიწეთის ხახლების ინტერესებს. სათავეში უდგას შუამიწეთის საბჭოს. ჯადოქრის მეოთხე წესის ბოლოდან რიჩარდ რალის ცოლი. კალანს დაბადებიდანვე აღმსარებლების წესისამებრ ღზრდიდნენ. კალანის დედა „შეეხო“ გალეის მეფე ვაიბორნ ამნელს (კალანის მამას) და დაიმორჩილა ის. მამამ კალანს ასწავლა ომის წარმართვის ხელოვნება, რომელიც არაერთხელ დაეხმარა კალანს.

კალანი ჩვეულებრივი დედა-აღმსარებელი არ არის. უპირველეს ყოვლისა, ის არის მეორე დედა-აღმსარებელი, რომელმაც შეძლო ადამიანის შეყვარება ისე, რომ თავისი ძალით არ შეეხო, რადგანაც მათ ერთმანეთი ჭეშმარიტი სიყვარულით უყვართ; მერე მეორე, კალანის დედას არ უსწავლებია მისთვის კონ დარის ხმარება, მაგრამ კალანმა მაინც შეძლო „სისხლიანი მრისხანების“ მოხმობა. პირველად ეს მოხდა მაშინ, როდესაც მან ჩათვალა, რომ რიჩარდი მოკლეს, ხოლო შემდგომ შემთხვევებში ის კონ დარს იხმობდა დასაცავად; მესამე — კალანი ყველაზე ახალგაზრდა დედა-აღმსარებელია ისტორიაში.

რიჩარდ რალი

რედაქტირება
 
რიჩარდ რალი

რიჩარდ რალი (ინგლ. Richard Rahl) — ჭეშმარიტების მაძიებელი, საბრძოლო ჯადოსანი, დაჰარის მმართველი, ლორდი რალი, რომელმაც მოსპო შუამიწეთის ძველი პოლიტიკური წყობა და დააარსა დაჰარული იმპერია, კალანის ქმარი. ის 3000 წლის განმავლობაში ერთადერთი საბრძოლო ჯადოსანია — ჯადოქარი, რომელიც ფლობს როგორც დამატების მაგიას, ასევე გამოკლების მაგიასაც.

რიჩარდის ტყის გზამკვლევი იყო ირმების ტყეში, ვესტლანდიაში. ბავშვობიდანვე ის ფლობდა მაძიებლის ყველა თვისებას. ერთხელაც, რიჩარდი ხვდება გოგონას, რომელსაც მისდევს კვოდი, და გადაარჩენს მას. ამ მომენტიდან მისი ცხოვრება მკვეთრად იცვლება. გოგონა, რომელსაც ჰქვია კალან ამნელი, აღმოჩნდა დედა-აღმსარებელი რიჩარდისთვის უცნობი შუამიწეთიდან. კალანი ეძებს დიდებულ ჯადოქარს, ზედიკუს ზულ ზორანდერს, რათა მან დაასახელოს ჭეშმარიტების მაძიებელი, რომელიც შეძლებს დარკენ რალის დამარცხებას.

ზედი მაძიებლად ასახელებს რიჩარდს და აძლევს მას ჭეშმარიტების მახვილს — ძლევამოსილ იარაღს, რომელიც თავის სრულ ძალას ხსნის მაძიებლის ხელში. რიჩარდი, კალანი, ზედი და რიჩარდის მეგობარი, ჩეიზი, მიემგზავრებიან საშიშ მოგზაურობაში, რათა ხელი შეუშალონ დარკენ რალს ოდენი ზარდახშების დაუფლებასა და უსაზღვრო ძალის მიღებაში.

ზედიკუს ზულ ზორანდერი

რედაქტირება

ზედიკუს ზულ ზორანდერი (ინგლ. Zeddicus Z'ul Zorander) — დიდებული ჯადოქარი, პირველი რანგის ჯადოქარი, რიჩარდის ბაბუა. ადამიანი, რომელმაც ახალ მსოფლიოში საზღვრები აღართა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შესძლო რადა-ჰანის მოხსნა სხვის დაუხმარებლად. ცნობილია აგრეთვე, როგორც „სიკვდილის ქარი“ და „მოხერხებული“. საჭიროების შემთხვევაში იღებს ფსევდონიმს „რუბენ რიბნიკი“. ურჩევნია, რომ მეგობრებმა დაუძახონ ზედი.

კარა (ინგლ. Cara) — მორდ-სითების არაოფიციალური ლიდერი, რიჩარდ რალისა და დედა-აღმსარებელის, კალან ამნელის, პირადი მცველი. გენერალ მეიფერტის შეყვარებული, მოგვიანებით ცოლი.

პირველად გამოჩნდა ჯადოქრის მეორე წესის ბოლოში. აღიწერება, როგორც ლამაზი, გონიერი ქალი, ლურჯი თვალებითა და გრძელი ქერა თმით. თავის ჯგუფში სარგებლობს ავტორიტეტით. რიჩარდისა და კალანის ერთგული მეგობარი. ხშირად, რიჩარდის გადარჩენისას ის თითქმის კვდება. კარა იცავს რიჩარდს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მაგისტრია, არამედ იმიტომ, რომ ის მისი მეგობარია.

როდესაც ნიკიმ რიჩარდი ძველ მსოფლიოში წაიყვანა (ჯადოქრის მეექვსე წესი), კარა კალანთან ერთად დაბრუნდა დაჰარის ჯართან და იბრძოდა საიმპერიო ორდენის წინააღმდეგ. ომში გამარჯვების შემდეგ ცოლად გაჰყვა გერენალ ბენჯამინ მეიფერტს (ჯადოქრის ბოლო წესი).

ნიკი (ინგლ. Nicci) — წინასწარმეტყველების ტაძარში იყო რიჩარდის ექვს მასწავლებელს შორის ერთ-ერთი. ის წარმოჩენილია, როგორც ულამაზესი და უძლიერესი გრძნეული, რომელსაც აქვს გრძელი ქერა თმა და ცისფერი თვალები. ძველ მსოფლიოში ცნობილია, როგორც „სიკვდილის მეპატრონე“ და ჯეგანის „მონების დედოფალი“. ნიკი გაიზარდა ძველ მსოფლიოში, შეძლებულ ოჯახში ორდენის საძმოს კანონებით. ადრეულ ასაკში მიიყვანეს წინასწარმეტყველების ტაძარში, სადაც ის დიდი ხნის განმავლობაში სინათლის და იყო. მოგვიანებით გადავიდა მიწისქვეშეთის მფლობელის მხარეზე და გახდა წყვდიადის და. ნიკი ერთადერთი ქალია, რომელსაც წიგნში უწოდებენ ჯადოქარს, რაც მას სინალის დებზე, წყვდიადის დებსა და გრძნეულებზე უფრო მაღლა აყენებს. იყო იმპერატორ ჯეგანის მომხრე, სანამ რიჩარდმა არ აჩვენა მას ცხოვრების სილამაზე და არსი, რის შემდეგაც მისი ერთგული მოკავშირე გახდა. შეყვარებულია რიჩარდზე. პირველად გამოჩნდა ჯადოქრის მეორე წესში.

რალების საგვარეულო

რედაქტირება

მორდ-სითი

რედაქტირება

ქალი-მებრძოლების ელიტური ჯგუფი. ისინი შექმნეს დაჰარის მაგისტრის, ლორდი რალის, დასაცავად. მორდ-სითი — ციკლ ჭეშმარიტების მახვილის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული პერსონაჟები, რადგანაც გამოირჩევიან ორიგინალურობით, უნიკალურობითა და პოპულარობით თაყვანისმცემლებ შორის.

დენა (ინგლ. Denna) — მორდ-სითი, რომელსაც მიანდეს რიჩარდის „აღზრდა“. პირველად გამოჩნდა ჯადოქრის პირველ წესში. ამ წიგნის დასასრულს კვდება რიჩარდის ხელიდან. თუმცა მთელი სერიის განმავლობაში, პერიოდულად, ჩნდება კეთილი სულის სახით, რათა დაეხმაროს რიჩარდსა და კალანს.

კარა (ინგლ. Cara) — მორდ-სითების არაოფიციალური ლიდერი, რიჩარდ რალისა და დედა-აღმსარებელის, კალან ამნელის, პირადი მცველი. გენერალ მეიფერტის შეყვარებული, მოგვიანებით ცოლი.

პირველად გამოჩნდა ჯადოქრის მეორე წესის ბოლოში. აღიწერება, როგორც ლამაზი, გონიერი ქალი, ლურჯი თვალებითა და გრძელი ქერა თმით. თავის ჯგუფში სარგებლობს ავტორიტეტით. რიჩარდისა და კალანის ერთგული მეგობარი. ხშირად, რიჩარდის გადარჩენისას ის თითქმის კვდება. კარა იცავს რიჩარდს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მაგისტრია, არამედ იმიტომ, რომ ის მისი მეგობარია.

როდესაც ნიკიმ რიჩარდი ძველ მსოფლიოში წაიყვანა (ჯადოქრის მეექვსე წესი), კარა კალანთან ერთად დაბრუნდა დაჰარის ჯართან და იბრძოდა საიმპერიო ორდენის წინააღმდეგ. ომში გამარჯვების შემდეგ ცოლად გაჰყვა გერენალ ბენჯამინ მეიფერტს (ჯადოქრის ბოლო წესი).

ბერდინა (ინგლ. Berdine) — მორდ-სითი, რიჩარდის მცველი, მისი ძველი მსოფლიოდან დაბრუნების შემდეგ. შეყვარებულია რაინაზე. ერთადერთი მორდ-სითი, რომელიც ფლობს ძველ-დაჰარულს. ის ეხმარება რიჩარდს კოლოს დღიურის თარგმნაში, შემდგომში კი სხვა ისტორიული მანუსკრიპტების თარგმნაშიც. ყველაზე მხიარული მორდ-სითებს შორის. პირველად ჩნდება ჯადოქრის მესამე წესში რჩება ციკლის ბოლომდე.

რაინა (ინგლ. Raina) — მორდ-სითი, რიჩარდის მცველი, მისი ძველი მსოფლიოდან დაბრუნების შემდეგ. შეყვარებულია ბერდინაზე. პირველად გამოჩნდა ჯადოქრის მესამე წესში, ხოლო ჯადოქრის მეოთხე წესში კვდება წყვდიადის დების მიერ გაშვებული ჯადოსნური შავი ჭირისგან.

ჰოლი (ინგლ. Holly) — მორდ-სითი, რომელიც ეიდინდრილში კარასთან, რაინასა და ბერდინასთან ერთად მოვიდა, რიჩარდის დასაცავად. დაიღუპა მრისვიზების შეტევის დროს.

რიკა (ინგლ. Ricca) — ამაყი და ჯიუტი მორდ-სითი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი გამარჯვების მოსაპოვებლად და ლორდი რალის დასაცავად. თავიდან მონაწილეობას იღებს დაჰარული იმპერიის დაცვით კამპანიაში, მაგრამ, როდესაც იგებს, რომ ჯადოქარი ზორანდერი ჯეგანის ხელში ჩავარდა, ტოვებს ჯარს და ზედს გაქცევაში ეხმარება, რის შემდეგაც მასთან რჩება ჯადოქრის კოშკში მის დასაცავად. პირველად ჩნდება ჯადოქრის მეექვსე წესში და მონაწილეობს სერიის ბოლომდე.

ნიდა (ინგლ. Nyda) — სახალხო სასახლეში მყოფი მორდ-სითი, რომელიც ასრულებს დაცვის ფუნქციებს, აკონტროლებს ციხეს და უძღვება დამნაშავეების დაკითხვას. პირველად ჩნდება ჯადოქრის მეოთხე წესში და მონაწილეობს სერიის ბოლომდე.

ჰანა (ინგლ. Hanna) — ჯეგანის მიერ ანდერიტში დატყვევებული მორდ-სითი. წამების შემდეგ, ნიკი მას შეჰპირდა, რომ სწრაფ სიკვდილს აჩუქებდა, მადლობის ნიშნად კი ჰანამ ნიკის რიჩარდისა და დენას შესახებ მოუყვა. ჰანა ფიგურირებს ჯადოქრის მეექვსე წესის მხოლოდ ერთ ეპიზოდში.

კონსტანცია

რედაქტირება

კონსტანცია (ინგლ. Constance) — მორდ-სითი, დენას დაქალი, რომელმაც მას უღალატა ჯადოქრის პირველ წესში, რის შემდეგაც რიჩარდმა ის მოკლა. გარკვეული დროის განმავლობაში „ღზრდიდა“ რიჩარდს. წინასწარმეტყველების მანქანაში ირკვევა, რომ ის ლორდი რალის მიერ გაგზავნილი ერთადერთი მორდ-სითია, რომელმაც შეძლო ველური მიწებიდან — დაჰარის ყველაზე ბნელი და შორი ტერიტორიიდან — დაბრუნება.

ვიკა (ინგლ. Vica) — მორდ-სითი, რომელიც ემსახურებოდა ჰანის არკს. პირველად ჩნდება წინასწარმეტყველების მანქანაში. ახდენს საბოტაჟებს სახალხო სასახლეში, ჩუმად კლავს სტუმრებს, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ მორდ-სით კარასა და გენერალ ბენჯამინ მეიფერტის ქორწილში. ცდილობს გამოიწვიოს უნდობლობა მორდ-სითებისადმი.

დაჰარის იმპერია

რედაქტირება

სინათლის დები

რედაქტირება

წყვდიადის დები

რედაქტირება

ტალახის ხალხი

რედაქტირება

ფრინველების ადამიანი

რედაქტირება

ტალახის ხალხის უხუცესთა უფროსი. შეუძლია ფრინველების მოხმობა და მათთვის მითითებების მიცემა სპეციალური სასტვენის მეშვეობით. მრავალჯერ დაეხმარა კალანსა და რიჩარდს. მისი მფარველობის მეშვეობით რიჩარდი და კალანი გახდნენ ტალახის ტომის წევრები. გარდა ამისა, ფრინველების ადამიანმა მათი ქორწილი გამართა. აჩუქა რიჩარდს სასტვენი, რომლის მეშვეობით რიჩარდმა სკარლეტის კვერცხი გადაარჩინა. პირველად გამოჩნდა ჯადოქრის პირველ წესში, მონაწილეობს ციკლის ბოლომდე.

ჩანდალენი

რედაქტირება

ტალახის ხალხის უძლიერესი მებრძოლი, მონადირეების ლიდერი. ყოფილი უხუცესის, ტოფალარის, ძმისშვილი. თავიდან მტერი, შემდეგ კი რიჩარდის ერთგული მეგობარი და ამხანაგი. გაემგზავრა კალან ამნელთან ერთად ეიდინდრილში, ზედის საპოვნად, რათა კალანს შესძლებოდა ზედისთვის ეცნობინებინა, რომ სინათლის დებმა რიჩარდი წინასწარმეტყველების ტაძარში წაიყვანეს.

ძველი მსოფლიოს ადამიანები

რედაქტირება

ტომ ბაკა-ბან-მანას (მოგვიანებით ბაკა-ტაუ-მანა) ბრძენი ქალი. გადაარჩინა რიჩარდმა. ის თავს რიჩარდის ცოლად თვლიდა. ფლობს შთანმთქმელ მაგიას. ის და მისი ერი დაეხმარე რიჩარდს „სიკვდილთან ცეკვის“ სწავლაში.

ძველი მსოფლიოს მჭედელი, რომელიც ცხოვრობს ალტურ-რანგში. ეხმარება რიჩარდს, მას მიჰყიდა მარმარილოს დიდი ქვა ქანდაკების შესაქმნელად. ძველ მსოფლიოში აჯანყების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მონაწილეობს მხოლოდ „ჯადოქრის მეექვსე წესში“.

ლითონის მიმწოდებელი ალტურ-რანგში. ძველად ეს კომპანია მას ეკუთვნოდა, მაგრამ ის დააქვეითეს, რადგანაც ძალიან კარგად მუშაობდა და სხვებს არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. რიჩარდის მეგობარი და უფროსი.

ბანდაკარელი, რომელიც გაგზავნეს რიჩარდთან, რათა ის დახმარებოდა ბანდაკარელებს საიმპერიო ორდენის განდევნაში. ოუენი იყო ბანდაკარის ბრძენი. შეყვარებულია მერილიზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება