ჰოლბეკი
ჰოლბეკი (დან. Holbæk) — ქალაქი დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე, ჰოლბეკის მუნიციპალიტეტში. 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობა 27 195 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჰოლბეკი დან. Holbæk | |||
| |||
ქვეყანა | დანია | ||
რეგიონი | ზელანდიის რეგიონი | ||
კოორდინატები | 55°43′00″ ჩ. გ. 11°43′00″ ა. გ. / 55.71667° ჩ. გ. 11.71667° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 11±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 27 195 კაცი (2012) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
ოფიციალური საიტი | holbaek.dk | ||
ქალაქი გაშენებულია ჰოლბეკის ფიორდისა და ისეფიორდის ნაპირებთან. ჰოლბეკი მიმდებარე არეალის კომერციული და სამრეწველო ცენტრია. რკინიგზით დაკავშირებულია ქალაქ როსკილესა და კალუნბორგს. დიდი დატვირთვა და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს ჰოლბეკის ნავსადგურს.
ოფიციალურ დოკუმენტებში ჰოლბეკი პირველად 1199 წელს იხსენიება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark