ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე
ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე (გერმ. Burg Hohenzollern) — უძველესი ციხესიმაგრე ბადენ-ვიურტემბერგში, შტუტგარტიდან სამხრეთით 50 კილომეტრში. შუა საუკუნეებში პრუსიისა და ბრანდენბურგის მმართველი დინასტიის, ჰოენცოლერნების სამემკვიდრეო მამული, რომლებიც ქვეყანას მართავდნენ პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. ციხესიმაგრე განთავსებულია მთის თხემზე ზღვის დონიდან 855 მეტრზე და მდებარეობს დასახლებული პუნქტების ეხინგენისა და ბიზინგენის ახლოს.
ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე გერმ. Burg Hohenzollern | |
---|---|
კოორდინატები | 48°19′24″N 8°58′04″E / 48.323333° ჩ. გ. 8.967778° ა. გ. |
მდებარეობა | ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანია |
არქიტექტორი | ფრიდრიხ ავგუსტ შტიულერი |
სტილი | ნეოგოთიკა |
დაწყების თარიღი | 1850 |
დასრულების თარიღი | 1867 |
თარიღდება | XIX საუკუნე |
შუა საუკუნეების ეს ციხე-დარბაზი პირველად 1267 წელს იხსენიება, თუმცა ვარაუდობენ, რომ აქ სიმაგრე უფრო ადრე, XI საუკუნეში ააგეს. XV საუკუნეში, რომის საღვთო იმპერიის ჯარების მიერ შვაბიის თავისუფალი ქალაქების ხანგრძლივი ალყის შემდეგ, 1423 წლის 15 მაისს სიმაგრე აიღეს და მთლიანად დაანგრიეს.
მეორე ციხე-დარბაზი 1454-1461 წლებში აშენდა და ჰოენცოლერნების შვაბიური შტოს რეზიდენციას წარმოადგენდა. ოცდაათწლიანი ომის (1618-1648 წწ.) დროს ამ ციხესიმაგრეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.
ჩვენამდე სრული სახით მოაღწია მესამე ციხე-დარბაზმა, რომელიც პრუსიის კრონპრინცმა (შემდგომში მეფემ) ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ ააგო 1850-1867 წლებში არქიტექტორ ფრიდრიხ ავგუსტ შტიულერის ხელმძღვანელობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Patrick Glückler. Burg Hohenzollern. Kronjuwel der Schwäbischen Alb. — Hechingen: Reclam, 2002. — ISBN 3925012346.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე
- Official Website (Start page). Hohenzollern Castle, Family.
- Hohenzollern Castle. Federal Ministry for Economic Affairs and Energy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-17. ციტირების თარიღი: 2019-01-27.
- Official Website of the House of Hohenzollern. House of Hohenzollern. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-19. ციტირების თარიღი: 2019-01-27.