ჰოენშვანგაუს სასახლე

ჰოენშვანგაუს სასახლე (გერმ. Schloss Hohenschwangau) მდებარეობს გერმანიაში, ბავარიაში, შვანგაუს მახლობლად, ნოიშვანშტაინის სასხლის მოპირდაპირე მხარეს

ჰოენშვანგაუ

ისტორია რედაქტირება

სასახლის ადგილზე XII საუკუნიდან არსებობდა „შვანშტაინის ციხესიმაგრე“, რომელიც რამდენიმეჯერ იქნა დანგრეული და აღდგენილი. 1832 წელს ციხესიმაგრის ნანგრევები შეიძინა შემდგომში ბავარიის მეფემ მაქსიმილიან II-ემ და მის ადგილზე 1837 წელს არქიტექტორ დომენიკო ქუალიოს ააშენებინა ნეოგოთიკის სტილის სასახლე.

XIX საუკუნის დასაწყისში შვანშტაინისა და წინა და უკანა ჰოენშვანგაუს ციხესამგრეების სახელები არეულ იქნა. ამრიგად ეწოდა შვანშტაინის ციხესიმაგრის ადგილზე აშენებულ სასახლეს ჰოენშვანგაუ და ჰოენშვანგაუს ციხესიმაგრის ნანგრევებზე ასენებულ სასახლეს ნოიშვანშტაინი.

ჰოენშვანგაუს სასახლე ბავარიის სამეფო ოჯახის ვიტელსბახების საზაფხულო რეზიდენცია იყო. აქ გაატარა ბავშვობა ლუდვიგ II-ემ და სიცოცხლის ბოლო წლები დედამისმა მარიემ.

2005 წლის 6 ნოემბერს სასახლე გაქურდულ იქნა. მოპარულ იქნა ბავარიის მეფეთა ორდენების კოლექცია (80 ცალი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება