ჰოდის ტბის ბრძოლა
ჰოდის ტბის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
უნგრეთში ფეოდალური მმართველობის ნაწილი | |||
თარიღი | 1282 წელი | ||
მდებარეობა | ჰოდის ტბა | ||
შედეგი | უნგრელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
ჰოდის ტბის ბრძოლა (1282) — დაპირისპირება უნგრელებსა და კუმანებს შორის. 1282 წლის სექტემბერში ან ოქტომბერში უნგრეთის მეფე, ლადისლავ IV-მ წამრმატებით შეაჩერა დამპყრობლები.
წინაპირობა
რედაქტირებამონღოლთა შემოსევის გარდაუვალი საფრთხის დროს, პირველი კუმანები დასახლდნენ უნგრეთის სამეფოში, მას შემდეგ რაც უნგრეთის მეფე ბელა IV-მ თავშესაფარი შესთავაზა ხან კოტენს (კოტონი) და მის ხალხს 1239 წელს. მეფის გადაწყვეტილებამ გამოიწვია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური დაძაბულობა, როდესაც მომთაბარეები მდინარე ტისას მახლობლად დასახლდნენ, მათსა და ადგილობრივ სოფლის მოსახლეობას შორის დაიწყო დიდი დაძაბულობა. როდესაც მონღოლებმა მიაღწიეს საზღვარს და შეიჭრნენ უნგრეთში 1241 წლის გაზაფხულზე, რამდენიმე უნგრელმა დაადანაშაულა კოტენი და მათი კუმანები მტერთან თანამშრომლობაში. კუმანებმა უნგრეთის დატოვებისას გაძარცვეს ქვეყანა, მას შემდეგ, რაც გაბრაზებულმა ბრბომ ხოტენი და მისი თანხლები პირები პეშტში დახოცეს. მათი წასვლის შემდეგ ბელამ დაკარგა თავისი ყველაზე ძვირფასი მოკავშირეები და მონღოლებმა საბოლოოდ დაამარცხეს მისი არმია გადამწყვეტ მოჰის ბრძოლაში 1241 წლის 11 აპრილს. შემდეგ წელს მონღოლების წასვლის შემდეგ, ბელამ მიიწვია კუმანები, რომ დაბრუნებულიყვნენ და დაეწყოთ ცხოვრება დასახლებულ დაბლობში მდინარე დუნაისა და ტინას შორის, სანაცვლოდ უნგრეთის არმიაში უნდა ემსახურათ მომთაბარეებს. ბელამ თავისი უფროსი ვაჟი სტეფანის ნიშნობაც მოაწყო და დააქორწინა კუმანის ბელადის ქალიშვილზე.
კუმანების სოციალური ინტეგრაციის საკითხი მარგინალიზებული იყო მომდევნო ათწლეულებში. მათი სამხედრო ღირებულება გახდა მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთის სამეფო არმიაში, რამაც ასევე ხელი შეუწყო მსუბუქი კავალერიის სტრუქტურის ჩამოყალიბებას. კუმანები მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ სამხედრო კამპანიებში, მაგალითად, ავსტრიის საჰერცოგოსა და ბოჰემიის სამეფოს შორის ბრძოლების დროს. მეფე ბელა IV-სა და მის ვაჟს სტეფანს შორის სამოქალაქო ომში ორივე მხარე ცდილობდა კუმანის მხარდაჭერის მოპოვებას. ამ კონფლიქტის დროს, 1264 წელს, ბელამ გაგზავნა კუმანის ჯარები მის ვაჟთან, სტეფანთან საბრძოლველად, მიუხედავად იმისა, რომ კუმანები ოფიციალურად სტეფანს ემორჩილებოდნენ, რადგან მას ჰქონდა ტიტული "Dominus Cumanorum". სტეფანის სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ, კუმანების დიდი ნაწილი აპირებდა უნგრეთის დატოვებას ძარცვის ფონზე, თუმცა ისინი სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყვნენ სამეფო ხელისუფლებისთვის. დაახლოებით 1266 წლის აპრილში, სტეფანემ წარმატებით დაარწმუნა ისინი უნგრეთში დარჩენილიყვნენ, როდესაც მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ექსპედიცია წამოიწყო.
1272 წელს სტეფანე V-ის გარდაცვალების შემდეგ, 10 წლის ლადისლავ IV (შემდგომში ასევე ცნობილი როგორც ლადისლავ კუმანი) უნგრეთის ტახტზე ავიდა მისი დედის ელიზაბეტ კუმანის რეგენტობის ქვეშ, მაგრამ სინამდვილეში სამეფოს მართავდნენ ბარონიული პარტიები. უნგრეთი ჩაეფლო ფეოდალურ ანარქიაში, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა ფენის ჯგუფები იბრძოდნენ უმაღლესი ძალაუფლებისთვის. 1277-დან 1279 წლამდე ლადისლავმა, დროებით მიაღწია წარმატებას საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. პაპმა ნიკოლოზ III-მ უნგრეთში გაგზავნა ფერმოს ეპისკოპოსი ფილიპე, რათა დახმარებოდა მეფეს სამეფო ძალაუფლების აღდგენაში, თუმცა, პაპის ლეგატის მოსვლამ მთლიანობაში უარყოფითი გავლენა მოახდინა შიდა პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ეპისკოპოსი გაბრაზდა, რადგან კუმანების უმრავლესობამ შეინარჩუნა წარმართული რელიგია და წეს-ჩვეულებები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქრისტიანულ სამეფოში ცხოვრებიუს მიუხედავად.
ფილიპემ საზეიმო დაპირება მიიღო კუმანი ბელადებისგან წარმართული ადათ-წესების დათმობასთან დაკავშირებით და დაარწმუნა უნგრელი მონარქი, დაეფიცა, რომ შეასრულებდნენ კუმანი ბელადები დაპირებას. 1279 წლის ზაფხულში ტეტენის კრების დროს მიღებულ იქნა ეგრეთ წოდებული კუმანური კანონები, რომლებიც აწესებდნენ კუმანების სოციალურ და კულტურულ ასიმილაციას. თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ კანონებს და ლადისლავ IV-მ, თავადაც ნახევრად კუმანური წარმოშობის იყო, ვერ აიძულა ისინი ბრძანებას დამორჩილებულიყვნენ. შედეგად, ფილიპემ მონარქი განკვეთა ქვეყნის მართველობისგან. ორმხრივი პატიმრობისა და პოლიტიკური ბრძოლების შემდეგ, ლადისლავ IV-მ ახალი ფიცი დადო კუმანური კანონების აღსრულებაზე 1280 წლის გაზაფხულზე. საპასუხოდ, ბევრმა კუმანმა გადაწყვიტა დაეტოვებინა უნგრეთი, ნაცვლად იმისა, რომ დამორჩილებოდა ლეგატის მოთხოვნებს. ამან ფუნდამენტურად საფრთხე შეუქმნა უნგრეთის სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობას. მეფე მისდევდა წასულ კუმანებს სალანკემენამდე (ახლანდელი სერბეთში სტარი სლანკამენი), მაგრამ ვერ აჩერებდა მათ საზღვრის გადაკვეთისას. მეფის შემოწირულობის წერილის თანახმად, თომას ტალპასისთვის 1288 წელს, უნგრეთის არმიამ გადალახა სამხრეთ კარპატები, რათა დაებრუნებინა "ფარულად განდევნილი კუმანები თათრების საზღვრებიდან". ამის შემდეგ მოხდა კუმანთა შეჭრა უნგრეთში.
ბრძოლა
რედაქტირებაბრძოლა მოხსენიებულია თანამედროვე სიმონ კეზას მიერ „უნგრელების საქმეებში“ მის ბოლო ჩანაწერში, მე-14 საუკუნის განათებულ ქრონიკაში და მეფე ლადისლავ IV-ის 19 სამეფო ქარტიაში.
ატილა ზსოლდოსის თანახმად, მონარქს აცნობეს კუმანთა აჯანყების შესახებ, როდესაც გაიმართა გენერალური კრება პატაკის ციხესთან (დღევანდელი ნანგრევები სატორალჯაუჯჰელის მახლობლად). კრების გამართვის მიზეზი 1282 წლის ივლისში, აჯანყებული მეთაურის პინტა აბას მიერ ციხესიმაგრის აღება. თუ ჩვენთვის ცნობილი ქრონიკის თხრობა ავთენტურია, აჯანყებას ხელმძღვანელობდა ოლდამირი, "ლიდერი" ან "კუმანების პრინცი" (dux Cumanie), რაც ვარაუდობს, რომ უნგრეთში კუმანებმა დახმარებისთვის მიმართეს მონღოლთა სუვერენიეტეტის ქვეშ მცხოვრებ ნათესავებს. მართალია, სიმონ კეზაელი არ მოიხსენიებს კუმანთა მთავარს, მაგრამ ამბობს, რომ ისინი "ღალატს აწყობდნენ" მეფის წინააღმდეგ. ზსოლდოსი ამტკიცებდა, რომ მდინარე ტისასა და მაროსს შორის რეგიონის განადგურება მოხდა 1282 წლის შემოსევის დროს: მაგალითად, ისინი თავს დაესხნენ და გადაწვეს ეგრესის მონასტერი, სადაც დიდი რაოდენობით სამეფო ხაზინის ოქრო ინახებოდა. სავარაუდოა, რომ მათ ასევე გაძარცვეს თომას კანადის მამულები (თუმცა დოკუმენტი, რომელიც მის განსაცდელებს მოგვითხრობს, არაავთენტური ყალბია). რუბინუს ჰერმანი და მისი უდვორნიცი ვეპიდან წარმატებით იცავდნენ სოვენივარის ციხეს.
კუმანთა თავდასხმის საპასუხოდ, ლადისლავ IV-მ მყისიერად მოიწვია სამეფო არმია, რომელსაც შეუერთდნენ დიდებულები, რაინდები და ციხე-სიმაგრის მეომრები ჩრდილო-აღმოსავლეთ უნგრეთიდან, ძირითადად საროსის, უნგისა და ზოლიომის საგრაფოებიდან. თავისი ჯარით ლადისლავი სამხრეთისაკენ გაემართა და სეგედში დაბანაკდა, რათა დალოდებოდა არმიის დანაჩენ ნაწილს რომელიც მოდიოდა ტრანსდანუბიდან, რომელთა შორის დედოფლის ხალხიც იმყოფებოდა. ლადისლავი და მისი ჯარი გაემართნენ დღევანდელი ჰოდმეზოვასარჰელის მიდამოში, სადაც დაამარცხეს კუმანები. ზოგიერთი მათგანი სამეფოდან გაიქცა სამხრეთ კარპატის საზღვრებით, ზოგი კი დანებდა და ფიცი დადო მეფეს ერთგულებაზე და 1279 წლის კუმანის კანონთან შესაბამისობაში. გამარჯვების შემდეგ ლადისლავი დაბრუნდა სეგედში, სადაც მოიწვია კიდევ ერთი გენერალური ასამბლეა. მეფე ბუდაში ჩავიდა 1282 წლის 2 ნოემბრამდე ცოტა ხნით ადრე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Simon of Kéza: The Deeds of the Hungarians (Edited and translated by László Veszprémy and Frank Schaer with a study by Jenő Szűcs) (1999). CEU Press. ISBN 963-9116-31-9.
- Bak, János M.; Veszprémy, László; Kersken, Norbert (2018) Chronica de gestis Hungarorum e codice picto saec. XIV.. Central European University Press. ISBN 978-9-6338-6264-3.
- Berend, Nora (2001). At the Gate of Christendom: Jews, Muslims and "Pagans" in Medieval Hungary, c. 1000–c.1300. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-02720-5.
- Blazovich, László (1977). „IV. László harca a kunok ellen [Ladislaus IV's Fight against the Cumans]“. Századok (უნგრული). Magyar Történelmi Társulat. 111 (5): 941–945. ISSN 0039-8098.
- Czímer, Károly (1929). „Az 1282. évi hódi csata helye és lefolyása [Location and Course of the Battle of Hód in 1282]“. Hadtörténelmi Közlemények (უნგრული). Hadtörténeti Intézet és Múzeum. 30 (1): 385–416. ISSN 0017-6540.
- Engel, Pál (2001). The Realm of St Stephen: A History of Medieval Hungary, 895–1526. I.B. Tauris Publishers. ISBN 1-86064-061-3.
- Érszegi, Géza; Solymosi, László (1981) „Az Árpádok királysága, 1000–1301 [The Monarchy of the Árpáds, 1000–1301]“, Magyarország történeti kronológiája, I: a kezdetektől 1526-ig [Historical Chronology of Hungary, Volume I: From the Beginning to 1526] (hu). Akadémiai Kiadó, გვ. 79–187. ISBN 963-05-2661-1.
- Györffy, György (1953). „A kunok feudalizálódása [The Feudalization of the Cumans]“, Tanulmányok a parasztság történetéhez Magyarországon a 14. században (hu). Akadémiai Kiadó, გვ. 248–275.
- Kádár, Tamás (2016). „IV. László király itineráriuma (1264–[1272]–1290) [The Itinerary of King Ladislaus IV (1264–[1272]–1290)]“. Fons. Szentpétery Imre Történettudományi Alapítvány. 23 (1): 3–64. ISSN 1217-8020.
- Karácsonyi, János (1901). „A hód-tavi csata éve [The Year of the Battle of Lake Hód]“. Századok (უნგრული). Magyar Történelmi Társulat. 35 (7): 626–636. ISSN 0039-8098.
- Karácsonyi, János (1907). „Új adat a hód-tavi csata évéhez [New data for the Year of the Battle of Lake Hód]“. Századok (უნგრული). Magyar Történelmi Társulat. 41 (10): 948–949. ISSN 0039-8098.
- Kristó, Gyula (1981). Az Aranybullák évszázada [The Century of the Golden Bulls] (hu). Gondolat. ISBN 963-280-641-7.
- Nagy, Gyöngyi (2013). „Kun László király és a hód-tavi csata [King Ladislaus the Cuman and the Battle of Lake Hód]“. A Hódmezővásárhelyi Szeremlei Társaság Évkönyve 2012 (უნგრული). Szeremlei Társaság. 16: 69–89. ISSN 1219-7084.
- Pálóczi Horváth, András (1989). Pechenegs, Cumans, Iasians: Steppe Peoples in Medieval Hungary. Corvina. ISBN 963-13-2740-X.
- Pauler, Gyula (1899). A magyar nemzet története az Árpád-házi királyok alatt, II. [The History of the Hungarian Nation during the Árpádian Kings, Vol. 2.] (hu). Athenaeum.
- Sălăgean, Tudor (2016). Transylvania in the Second Half of the Thirteenth Century: The Rise of the Congregational System, East Central and Eastern Europe in the Middle Ages 450–1450. Leiden and Boston: Brill. ISBN 978-90-04-24362-0.
- Szűcs, Jenő (2002). Az utolsó Árpádok [The Last Árpáds] (hu). Osiris Kiadó. ISBN 963-389-271-6.
- Vásáry, István (2005). Cumans and Tatars: Oriental Military in the Pre-Ottoman Balkans, 1185–1365. Cambridge University Press. ISBN 0-521-83756-1.
- Zsoldos, Attila (1997). „Téténytől a Hód-tóig. Az 1279 és 1282 közötti évek politikatörténetének vázlata [From Tétény to Hód Lake: Outline of the Political History of the Years Between 1279 and 1282]“. Történelmi Szemle (უნგრული). Hungarian Academy of Sciences. 39 (1): 69–98. ISSN 0040-9634.
- Zsótér, Rózsa (1991). „Megjegyzések IV. László király itineráriumához [Remarks to the Itinerary of King Ladislaus IV]“. Acta Universitatis Szegediensis. Acta Historica (უნგრული). MTA-SZTE-MOL Magyar Medievisztikai Kutatócsoport. 92: 37–41. ISSN 0324-6965.