ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰიროკო ოტა (იაპონ. 大田弘子 o:ta Hiroko, დ. 2 თებერვალი, 1954, კაგოსიმა, იაპონია) — იაპონელი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების უმაღლესი სკოლის პროფესორი, 2006-2008 წლებში იაპონიის ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკის მინისტრი.

ჰიროკო ოტა
იაპონ. 大田弘子
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1954(1954-02-02) (70 წლის)
დაბადების ადგილი კაგოსიმა (ქალაქი)
მოქალაქეობა  იაპონია
განათლება ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი და Tsurumaru High School

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰიროკო დაიბადა 1957 წლის 2 თებერვალს კაგოსიმაში და 1972 წელს დაამთავრა ამავე ქალაქში საშუალო სკოლა. 1976 წელს მან ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში.[1] ჰიროკო ოტამ პედაგოგიური კარიერა დაიწყო იაპონიის სიცოცხლის დაზღვევის ინსტიტუტში, როგორც მკვლევარმა (1981-1996). 1993-1996 წლებში იგი ერთდროულად კითხულობდა ლექციებს, როგორც მოწვეული ასისტენტ-პროფესორი ოსაკის უნივერსიტეტში, ხოლო 1996-1997 წლებში ასწავლიდა სრულ განაკვეთზე საიტამის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა სამაგისტრო სკოლაში.[1][2] 1997 წლის ოქტომბრიდან იგი კითხულობს ლექციებს როგორც ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2001 წლიდან უკვე როგორც პროფესორი ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების უმაღლეს სკოლაში.[2] 2002-2003 წლებში იგი იყო იაპონიის მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკის ანალიზის დირექტორი, 2003-2004 წლებში — გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 2004-2005 წლებში — იაპონიის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური კვლევების გენერალური დირექტორი, ხოლო 2006-2008 წლებში — იაპონიის ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკის მინისტრი.[2]

2008 წელს იგი დაბრუნდა ნაციონალური უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა სამაგისტრო სკოლაში (GRIPS)[2] როგორც პროფესორი. ხოლო 2009-2011 წლებში, ის იყო ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა სამაგისტრო სკოლის (GRIPS) ვიცე-პრეზიდენტი. 2012 წელს ჰიროკო ოტა დაინიშნა უმსხვილესი ნეფტოგაზის კორპორაციის „JX Holdings“-ის დირექტორად,[3] 2013 წელს დაინიშნა Panasonic-ის დირექტორად,[4] ხოლო 2014 წელს დაინიშნა Mizuho Financial Group-ის გამგეობის თავმჯდომარედ.[5]

ძირითადი იდეები

რედაქტირება

იაპონიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა

რედაქტირება

ოტა აქტიურად უჭერს მხარს კორპორატიული გადასახადების შემცირებას შიდა მოხმარების გასაზრდელად და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, და რომ ადგილობრივი კომპანიები არ გაიტანენ კაპიტალს სხვა ქვეყნებში, აღნიშნავს რა ეროვნული ვალუტის ზრდის უარყოფით შედეგებს, რაც იწვევს ქვეყანაში შიდა მოხმარების შემცირებას და ასევე არამომგებიანი ხდება წარმოების შენარჩუნება ქვეყნის შიგნით ხარჯების გაზრდის შედეგად.[6] იგი აღნიშნავს, რომ იაპონიას, რომელსაც აქვს დიდძალი სახელმწიფო ვალი, რომელიც ორჯერ უდრის ქვეყნის მშპ-ს, ასევე საშემოსავლო გადასახადის მაღალ დონეს, რომელიც 35%-ია (სინგაპურში 17%), შიდა მოხმარების დაბალ დონეს, ეროვნული ვალუტის ღირებულების მაღალ დონეს, ინფლაციის შემთხვევაში შეიძლება გააუარესოს მისი ეკონომიკური მდგომარეობა, ვინაიდან ინფლაციამ შეიძლება არ გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირება, არამედ პირიქით უფრო მაღალმა ფასებმა გამოიწვიოს ეკონომიკის ეკონომიკური ზრდის შემცირება შინამეურნეობების შემოსავლების შემცირების გამო და, შესაბამისად, სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირება.

იაპონიის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხუთწლიანი პროგრამა, რომელშიც ოტა იყო ჩართული, მოიცავდა რეალური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 2%-დან 3%-მდე პროდუქტიულობის ზრდის გზით, რიგი კონკრეტული პროექტების დანერგვას, მათ შორის სამედიცინო ჩანაწერების ავტომატიზაციას და ბიზნეს ტრანზაქციებს, რაც იაპონიის ეკონომიკას კიდევ უფრო ღიას გახდის აზიის ქვეყნებისთვის.[7]

  1. 1.0 1.1 Сайт кабинета министра Японии, Профиль Хироко Ота, დაარქივებულია ორიგინალიდან (4 მარტი, 2016)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Сайт GRIPS, Профиль Хироко Ота, დაარქივებულია ორიგინალიდან (19 ოქტომბერი, 2016)
  3. Mizuho Financial Group, Management Changes for the Mizuho Financial Group, 2014, დაარქივებულია ორიგინალიდან (17 ნოემბერი, 2015)
  4. Panasonic, Совет директоров Panasonic, 2015
  5. Reuters, , 22 April 2014.
  6. Взгляд из Японии, Инфляция – японский вариант, 2008, დაარქივებულია ორიგინალიდან (19 ნოემბერი, 2015)
  7. Adams F.G., Franklin B.F., Klein L.R., Yuzo K., Akihiko S., Accelerating Japan's Economic Growth: Resolving Japan's Growth Controversy, 2008, გვ. 153, ISBN 0-415-43331-2
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიროკო_ოტა“-დან