ჰინდური ვიკიპედია (ჰინ. हिन्दी विकिपीडिया) — ვიკიპედიის განყოფილება ჰინდი ენაზე. გაეშვა 2003 წლის ივლისში. პირველი სტატია გაჩნდა აგვისტოში. 2011 წლის 5 სექტემბრის მონაცემებით შეიცავდა 100,000 ათ. სტატიას. იყენებს დევანაგარის ანბანს, სადაც შესაძლებელია ლათინური ასოებით აკრეფვა. 2009 წლის 14 სექტემბრის მონაცემებით მოიცავდა 50 ათ. სტატიას. 2010 წლის ივლისში კომპანია Google-მ განაცხადა, რომ დაიწყო თანამშრომლობა ჰინდური ვიკიპედიის მონაწილეებთან, რამეთუ ეთარგმნათ სტატიები ინგლისურიდან ჰინდი ენაზე Google Translate-ს საშუალებით.

ვიკიპედიის ნიშანი ჰინდური ვიკიპედია
हिन्दी विकिपीडिया
განყოფილების ლოგო
მისამართი: hi.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ჰინდი
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 163 363
გვერდების რაოდენობა: 1 345 148
რედაქტირებების რაოდენობა: 6 270 259
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 832 639
აქტიური მომხმარებელი: 1 165
ადმინისტრატორი: 7
სიღრმე: 243.9

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ჰინდი ენაზე
हिन्दी विकिपीडिया