ჰილდე ეიტერლინდენი
ჰილდე ეიტერლინდენი (ნიდერლ. Hilde Uitterlinden; დ. 30 აგვისტო, 1939) — ფლანდრიელი თეატრისა და კინოს მსახიობი.
ჰილდე ეიტერლინდენი | |
---|---|
ჰილდე ეიტერლინდენი 1969 წელს | |
დაბადების სახელი | ჰილდე ეიტერლინდენი |
დაბადების თარიღი |
30 აგვისტო, 1939 ანტვერპენი, ბელგია |
საქმიანობა | მსახიობი |
1960 წელს დაამთავრა ჰერმან ტეირლინკის სტუდია. ძირითადად თეატრში თამაშობდა, მათ შორის ანტვერპენის ჰოლანდიის სამეფო თეატრში. 1969 წელს ითამაშა ჰარი კიუმელის დრამატულ ფილმში „ბატონო ჰავარდენ“. 1988 წელს მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალში „პატარა, ლონდონი, პატარა ბერლინი“. 1995-1996 წლებში ითამაშა ტელესერიალში „ჩვენი ბედნიერება“. ჰყავს და, ილსე ეიტერლინდენი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.