ჰილდა ლუსია სიოლისი (ინგლ. Hilda Lucia Solis; დ. 20 ოქტომბერი, 1957, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის 25-ე შრომის მინისტრი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, ცნობილია თავისი მოღვაწეობით მოსამსახურეებისა და ქალების უფლებების დაცვის საქმეში. 2001 წლიდან 2009 წლამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრია კალიფორნიის 32-ე საარჩევნო ოლქიდან. 1994-2000 წლებში კალიფორნიის შტატის სენატის წევრია. 1985-1992 წლებში რიო-ხონდოს კოლეჯის საბჭოს წევრია. ეკოლოგიური აქტიურობისათვის გადაეცა ჯონ კენედის ბიბლიოთეკის სპეციალური საპატიო ჯილდო.

ჰილდა სოლისი
Hilda Solis
ჰილდა სოლისი Hilda Solis
აშშ-ის შრომის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 თებერვალი, 2009 – 22 იანვარი, 2013
პრეზიდენტი  ბარაკ ობამა
წინამორბედიელეინ ჩაო
მემკვიდრეტომას პერესი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2001 – 24 თებერვალი, 2009
წინამორბედიმეთიუ მარტინესი
მემკვიდრეგლორია რომერო

დაბადებული20 ოქტომბერი, 1957
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლესემ საიადი
შვილებიარ ჰყავს

ბიოგრაფიარედაქტირება

ჰილდა ლუსია სოლისი[1] დაიბადა 1957 წლის 20 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში, კალიფორნია[2][3]. იგი იყო ლათინური ამერიკიდან ემიგრირებული მუშათა ოჯახის მესამე შვილი, მათ სულ შვიდი შვილი ჰყავდათ[4][5][6]. მამამისი რაულ სანჩეს სოლისი მექსიკელი იყო, მუშაობდა ძველი აკუმილიატორების გადამამუშავებელ ფაბრიკაში[5][6][7][8][9][10][11], დედა, ხუანა სეკეირა წარმოშობით ნიკარაგუიდან იყო, მუშაობდა სათმაშოების ქარხანაში, იყო იმ სკოლის მშობლეთა კომიტეტის წევრი, სადაც სწავლობდნენ მისი შვილები და სარწმუნოებით იყო კათოლიკე[4][5][8][10]. ჰილდა დაკავებული იყო თავისი და-ძმების სწავლა-განათლებით, გაიზარდა ლათინოამერიკულ კვარტალში, რომელიც ნაგვის პოლიგონის ახლოს მდებარეობდა, რამაც მომავალში განაპირობა მისი აქტიურობა, დაკავებული იყო ეკოლოგიის საკითხებით[4].

სოლისი სწავლობდა ლა-პუენტეს სკოლაში. სკოლის დირექტორის დახმარებით ჰილდას მშობლებმა მიიღეს გრანტი და მან სწავლა გააგრძელა კოლეჯში (ამჟამად კალიფორნიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი)[4][6][8][10][12].

1979 წელს ჰილდამ დაასრულა უნივერსიტეტი პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხით[1][2][3][12][13][14]. 1981 წელს სამხრეთკალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი[2][3][4][12]. უკანასკნელ კურსზე სოლისმა პრაქტიკა გაიარა თეთრ სახლში, პრეზიდენტ ლათინოამერიკელი უმცირესობის საკითხებში ჯიმი კარტერის ასისტენტის აპარატში[2][3][4][10]. პრაქტიკის დასრულების შემდეგ მუშაობდა თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის დეპარტამენტში, რომელიც დატოვა რონალდ რეიგანიის ახალ ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლობის გამო[2][4][6][12][14].

1982 წელს სოლისი დაბრუნდა კალიფორნიაში, ქალაქ ელ-მონტეში, სადაც გახდა კალიფორნიის შტატის სენატორის არტურ ტორესის წარმომადგენელი[1][7][8]. სოლისი აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის ვაჭრობისა და ქალთა უფლებების დაცვის კომისიებში. 1980-იან წლებში მას ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ახალგაზრდა ქალი უწოდეს[15].

1991 წელს სოლისი დანიშნეს ლოს-ანჯელესის ოლქის დაზღვევის კომისიაში[4]. 1992 წელს 35 წლის სოლისი აირჩიეს კალიფორნიის შტატის საკანონმდებლო ასამბლეაში, სადაც იგი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა თამბაქოს ლობისტს, დაჟინებით მოითხოვდა კანონპროექტის მიღებას, რომელიც აკრძალავდა მოწევას მთელი შტატის ყველა სამუშაო ადგილზე[10].

1994 წელს სოლისი აირჩიეს კალიფორნიის შტატის სენატში 24-ე საარჩევნო ოლქიდან და გახდა კალიფორნიის სენატის პირველი ლათინოამერიკელი წევრი[2][3][8][13][14]. სენატში შედიოდაბიუჯეტისა და ფისკალური პოლიტიკის, ენერგეტიკის, ჯანმრთელობის დაცვისა და ფინანსების კომისიებში. იბრძოდა ჯანმრთელობის დაცვისა და ქალთა უფლებების გაძლიერებისათვის, დახმარებას უწევდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ. რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ ლობირებდა პროფკავშირების ინტერესებს[3][4][6][16]. სოლისი გამოდიოდა ეკოლოგიური ინიციატივებით, იბრძოდა შტატის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელების გახსნის წინააღმდეგ, რის გამოც მიიღო ჯონ კენედის ბიბლიოთეკის სპეციალური ჯილდო და გახდა ამ ჯილდოს პირველი ქალი-ლაურეატი[1][4][6][8][12][13].

2000 წელს მონაწილეობა მიიღო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში კალიფორნიის შტატის 32-ე საარჩევნო ოლქიდან. პრაიმერზიში მან დაამარცხა პალატაში 18 წლის მუშაობის სტაჟის მქონე მეთიუ მარტინესი, რომელმაც მიატოვა პარტია და გადავიდა რესპუბლიკურ პარტიაში, სადაც მან განაცხადა, რომ დემოკრატებმა მას უღალატეს[3][4][10][12][12][13][16][17]. არჩევნებში სოლისმა მიიღო ხმების 79 % და 2001 წლის 3 იანვრიდან დაიკავა წარმომადგენელთა პალატაში კუთვნილი ადგილი[2][3][4][16].

წარმომადგენელთა პალატაში იგი გახდა ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტის პირველი ლათინოამერიკელი წევრი[13]. იგი იყო გარემოს დაცვისა და ტოქსიკური ნარჩენების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე[13]. წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს 2002, 2004 და 2006 წლებშიც. უკანასკნელ ორ არჩევნებზე მას კონკურენციას უწევდა აშშ-ის ლიბერტარიანელთა პარტიის წარმომადგენელი[1][7][18][19].

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ჰილარი კლინტონის აქტიური მომხრე[9]. მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე მოვიდა ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მან მიიღო შეთავაზება შრომის მინისტრის თანამდებობაზე, რომელზეც მუშაობდა 2013 წლის 22 იანვრამდე[6][9][10][11][20][21].

სოლისი გათხოვილია ბიზნესმენ სემ საიადზე, რომელიც არის ავტომობილების მაღაზიის მფლობელი. შვილები არ ჰყავთ[1][3][4][10][12][22].

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Current Congress Women Members: Hilda L. Solis. — A service of the U.S. Government Printing Office (www.gpoaccess.gov), 24.04.2007
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Hilda Solis. — Biographical Directory of the US Congress
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Biographies. — The National Journal, 11.11.2000
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 Jean Merl. Solis Prepares to Take Another Step Up. — The Los Angeles Times, 28.12.2000
  5. 5.0 5.1 5.2 Speech of Hon. Hilda L. Solis Of California in the House of Representatives. — THOMAS (Library of Congress), 06.06.2006
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 M. J. Stephey. Secretary of Labor: Hilda Solis. — Time, 22.12.2008
  7. 7.0 7.1 7.2 CQ Politics in America Profile: Hilda Solis. — CQ Today Online News, 18.12.2008
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Rebecca Kimitch. Solis, a woman of many firsts, had a steady rise through California's political ranks. — San Gabriel Valley Tribune, 07.01.2009
  9. 9.0 9.1 9.2 Anne E. Kornblut. Obama to Announce Final Cabinet Picks. — The Washington Post, 28.12.2008
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 Dan Morain, Evelyn Larrubia. Hilda Solis' belief in unions runs deep. — The Los Angeles Times, 09.01.2009
  11. 11.0 11.1 Getting Immigration Right. — The New York Times, 26.12.2008
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 12.7 Press release announcing the award of the Profile in Courage Award to California State Senator Hilda Solis. — John F. Kennedy Presidential Library & Museum (www.jfklibrary.org), 22.05.2000
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Biography. — Congresswoman Hilda L. Solis (solis.house.gov), 09.02.2009
  14. 14.0 14.1 14.2 Profile: Hilda L. Solis. — The Associated Press, 19.12.2008
  15. Hilda L Solis. — California State Senate, 17.10.2006
  16. 16.0 16.1 16.2 The 2000 Elections: Congress; New in the House. — The New York Times, 09.11.2000
  17. B. Drummond Ayres Jr.. Political Briefing; Congressman Changes Ways After a Defeat. — The New York Times, 11.06.2000
  18. The 2004 Elections; Congress; The Races for the House. — The New York Times, 04.11.2004
  19. The 2006 Elections; Congress. — The New York Times, 09.11.2006
  20. The Labor Agenda. — The New York Times, 28.12.2008
  21. John Fund. Richardson Bows Out. — The Wall Street Journal, 07.01.2009
  22. Matt Kelley. Tax snafus add up for Obama team. — USA Today, 05.02.2009