ჰვარანი
ჰვარანი (კორ. 화랑) — ახალგაზრდული სოციალური ინსტიტუტი უძველეს კორეულ სახელმწიფო სილაში, რომელიც X საუკუნემდე არსებობდა. ჰვარანი დაკომპლექტებული იყო 14-15 წლის ბიჭი მოზარდებით. ისინი იყვნენ, როგორც არისტოკრატთა, ასევე უბრალო ოჯახებიდან და შემდეგ იღებდნენ სპეციალურ განათლებას. მშვიდობის დროს ისინი შეისწავლიდნენ კონფუციანელობისა და ბუდიზმის კანონიკურ ტექსტებს, მოგზაურობდნენ მთებსა და ხეობებში, სტუმრობდნენ წმინდა ადგილებს, ატარებდნენ რიტუალებს, რაც მიზნად გლობალურ ჰარმონიას ისახავდა; ასევე სწავლობდნენ ქვეყნის მართვასა და ჰიანგას წერას. ომში იბრძოდნენ ფრონტის ხაზზე და წარმოადგენდნენ კარგად გაწვრთნილ საბრძოლო ერთეულს. მათ შესახებ ინფორმაცია კორეულ ქრონიკებშია შემორჩენილი, მათ შორის სამგუკ საგისა და სამგუკ იუსაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰვარანების ინსტიტუტი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.