ჰერაკლიდების დინასტია

ჰერაკლიდების დინასტიაბიზანტიის იმპერატორების დინასტია, მეფობდნენ 610-711 წლებში. სახელი ეწოდა დინასტიის დამფუძნებლის, იმპერატორ ჰერაკლეს მიხედვით, რომელმაც 610 წელს ძალაუფლება სამხედრო გადატრიალების გზით ჩაიგდო ხელში. ჰერაკლიდების დინასტიის მმართველობის პერიოდს დაემთხვა არაბების გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე. თავდაპირველი წარმატებების მიუხედავად არაბებმა კონსტანტინოპოლის აღება ვერ შეძლეს, ჰერაკლიდმა იმპერატორებმა წარმატებით შეძლეს არაბთა პირველი შემოტევის უკუგდება, თუმცა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლების უუნარო მმართველობამ იმპერია ოცწლიანი ანარქიის პერიოდში ჩაითრია.

ბიზანტიის იმპერია ჰერაკლიდების დინასტიის დროს.

მმართველები

რედაქტირება
სახელი მმართველობის წლები კომენტარები
  ჰერაკლე
(Ηράκλειος, Flavius Heraclius)
5 ოქტომბერი, 610 —
11 თებერვალი, 641
დაიბადა დაახლოებით 575 წელს, აფრიკის ეგზარქოსის, ირაკლის უფროსი ვაჟი. 609 წელს აჯანყდა იმპერატორ ფოკას წინააღმდეგ და 610 წელს დაამხო მისი მმართველობა. წარმატებით დაასრულა ომი სასანიანების წინააღმდეგ, თუმცა ვერ შეაჩერა სირიის დაპყრობა არაბებისგან.
  კონსტანტინე III
(Ηράκλειος νέος Κωνσταντίνος, Heraclius Novus Constantinus)
11 თებერვალი —
24/26 მაისი, 641
დაიბადა 612 წლის 3 მაისს, ჰერაკლეს უფროსი ვაჟი, რომელიც ეყოლა ევდოკიასგან. დაიღუპა ტუბერკულოზით.
  ჰერაკლონასი
(Ηρακλωνάς, Heraclianus)
(Κωνσταντίνος Ηράκλειος, Constantinus Heraclius)
11 თებერვალი, 641 —
სექტემბერი, 641
დაიბადა 626 წელს, ჰერაკლეს უმცროსი ვაჟი, მამის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი გაუყო მის ძმას. ძმის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას მართავდა ერთპიროვნულად, თუმცა ჯარმა აიძულა მას ტახტი გაეყო მისი ძმის შვილის კონსტანტისთვის. 1941 წელს ბიზანტიის სენატმა დაამხო იგი.
  კონსტანტი II
(Κώνστας Β', Constantus II)
(Κωνσταντίνος ο Πωγωνάτος)
სექტემბერი, 641 —
15 სექტემბერი, 668
კონსტანტინ III-ის ვაჯი, დაიბადა 630 წლის 7 ნოემბერს. ატარებდა აქტიურ თუმცა, არც თუ ისე წარმატებულ პოლიტიკას. დედაქალაქი გადაიტანა სირაკუზაში, სადაც იგი მოკლეს.
  კონსტანტინე IV
(Κωνσταντίνος Δ' ο Πωγωνάτος)
15 სექტემბერი, 668 —
სექტემბერი, 685
კონსტანტი II-ის შვილი, დაიბადა 652 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე. მოიგერია არაბების პირველი თავდასახმა კონსტატნტინოპოლზე. დაიღუპა დიზენტერიით.
  იუსტინიანე II
(Ιουστινιανός Β' ο Ρινότμητος)
სექტემბერი, 685 —
695, 705 —
11 დეკემბერი, 711
კონსტანტინე IV-ის შვილი. დაიბადა 669 წელს, 681 წელს გახდა თანამმართველი, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე. 695 წელს დაამხვეს, თუმცა 705 წელს შესძლო ტახტის დაბრუნება. 711 წელს იუსტინიან II ხელმეორედ ჩამოაგდეს ტახტიდან და იმავე წლის 4 ნოემბერს მოკლეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება