ჰენრი ჰეთეუეი
ჰენრი ლეოპოლდ დე ფაინზ ჰეთეუეი (დ. 13 მარტი, 1898, საკრამენტო, კალიფორნია, აშშ, — გ. 11 თებერვალი, 1985, ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ვესტერნული ფილმების რეჟისორი. შვიდ ფილმში ჰყავს გადაღებული გერი კუპერი.
ჰენრი ჰეთეუეი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 მარტი, 1898 საკრამენტო, კალიფორნია, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
11 თებერვალი, 1985 (86 წლის) ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ |
დაკრძალულია | წმიდა ჯვრის სასაფლაო, კალვერ-სიტი, კალიფორნია |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, პროდიუსერი |
აქტიური | 1925–74 |
მეუღლე(ები) | ბლანშე გონსალეზი (1910-1985) |
მშობლები |
მამა: როდი ჰეთეუეი დედა: ჯინ ჰეთეუეი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰენრი ლეოპოლდ დე ფაინზ ჰეთეუეი დაიბადა საკრამენტოში, კალიფორნიაში, ამერიკელი მსახიობის და თეატრის მმართველის — როდი ჰეთეუეისა (1868-1944) და უნგრეთში დაბადებული, ბელგიელი არისტოკრატის — მარკიზა ლილი დე ფაინზის (1876-1938) ოჯახში, რომელიც სცენაზე გამოდიოდა ფსევდონიმით ჯინ ჰეთეუეი.
1925 წელს ჰენრი ჰეთეუეიმ მუშაობა დაიწყო ცნობილი რეჟისორების — ვიქტორ ფლემინგის, ჯოზეფ სონერბერგის, ფრედე ნიბლოს ასისტენტად მუნჯ ფილმებში. მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა 1932 წელს ვესტერნით „უდაბნოს მემკვიდრეობა“, სადაც თავისი პირველი და მთავარი როლი შეასრულა რენდოლფ სკოტმა.
1940-1950 წლებში იღებდა დოკუმენტური ხასიათის ფილმებს. ამ დროს ყველაზე ცნობილი ფილმები იყო: „სახლი 92-ე ქუჩაზე“ (1945), „სიკვდილის კოცნა“ (1947), „ზარი ჩრდილოეთით 777“ (1948) და „ნიაგარა“ (1953) ამომავალი ვარსკვლავის მერინილ მონროს მოწალეობით.
1960-იან წლებში ჰეთეუეი დაუბრუნდა თავის საყვარელ ჟანრს და განაგრძო ვესტერნული ფილმების გადაღება.
ჰეთეუეი 1985 წელს ჰოლივუდში გულის შეტევით გარდაიცვალა და კალიფორნიის ქალაქ კალვერ-სიტიში წმინდა ჯვრის სასაფლაოზე გადაასვენეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება