ჰენინგ მაი
ჰენინგ მაი, (გერმ. Henning May, დაბადების სახელი ჰენინგ გემკე, გერმ. Henning Gemke; დ. 13 იანვარი, 1992, კელნი) — გერმანელი მუსიკოსი. ცნობილი გახდა ბენდ AnnenMayKantereit-ის წყალობით.[1]
ჰენინგ მაი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 13 იანვარი, 1992 (32 წლის) |
დაბ. ადგილი | კელნი |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰენინგ მაიმ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას კლასელებთან, კრისტოფერ ანენთან და ზევერინ კანტერაიტთან ერთად ჩამოაყალიბა ბენდი, რომლებმაც თავიანთი გვარების მიხედვით ბენდს AnnenMayKantereit უწოდეს. ბენდი თავდაპირველად კელნის ერთ-ერთი ქუჩის კუთხში უკრავდა, მოგვიანებით კი მათი მუსიკა თანდათანობით პოპულარული გახდა Youtube-ზე. ბენდის საფირმო ნიშნად ჰენინგ მაის ხრინწიანი, ძლიერი ხმა იქცა, რომელსაც რიო რაიზერს ადარებენ. გავრცელებული ხმების მიუხედავად, მისი ხმის ტემბრი სულაც არ არის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების დამსახურება — ის ბავშვობიდან მეცადინეობდა ვოკალში. წარმატება Vertigo Berlin-ის ლეიბლით გამოცემულმა ალბომმა მოუტანათ, სახელად „Alles nix Konkretes“ („არაფერი კონკრეტული“), რომელიც გერმანული ჩარტების ლიდერი გახდა.[2]
დისკოგრაფია
რედაქტირებასპეციალური მოწვევით
რედაქტირება- 2015: K.I.Z. Hurra Die Welt Geht Unter, ამავე სახელწოდების ალბომი;
- 2019: Juju, Vermissen, ალბომი „Bling Bling“.