ჰეილი როდე ბიბერი (ბოლდუინი) [2] (დ. 12 ნოემბერი, 1996, ტუსონი (არიზონა), ამერიკა) — ამერიკელი მოდელი, საზოგადოების გავლენიანი პიროვნება და მედია პერსონა. ბოლდუინი ვარჯიშობდა, როგორც ბალეტის მოცეკვავე, მაგრამ ტრავმის გამო მალევე დაასრულა კარიერა. ის მონაწილეობდა Guess-ის, Ralph Lauren-ისა და Tommy Hilfiger-ის მთავარ რეკლამებში [3]. ჰეილი ბოლდუინი, სტივენ ბოლდუინის ქალიშვილი და ალეკ ბოლდუინის ძმისშვილია. იგი დაქორწინებულია კანადელ მომღერალ ჯასტინ ბიბერზე და ცხოვრობს ვატერლოოში, ონტარიო, კანადა [4][5].

ჰეილი ბოლდუინი
მშობლიური სახელი ჰეილი როუდ ბოლდუინი
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1996 (1996-11-22) (27 წლის)
ტუსონი (არიზონა), ამერიკა
საქმიანობა
  • მოდელი
  • საზოგადოების გავლენიანი პირი
  • მედია პერსონა
აქტიური 2014-დღემდე
მეუღლე(ები) ჯასტინ ბიბერი (2018-)
სამოდელო ინფორმაცია
სიმაღლე 1.71 [1]
თმის ფერი ქერა
თვალის ფერი ღია ყავისფერი

ადრეული ცხოვრება და ოჯახი რედაქტირება

ბოლდუინი დაიბადა ტუსონში (არიზონა) [6], მსახიობ სტივენ ბოლდუინის და გრაფიკული დიზაინერიდ კენიელი დეოდატო ბოლდუინის ოჯახში. ჰეილი ბოლდუინის დედის ბაბუა არის ბრაზილიელი მუსიკოსი ეუმირ დეოდატო [7].

კარიერა რედაქტირება

პირველი სამოდელო სააგენტო, რომელთანაც ბოლდუინი თანამშრომლობდა იყო „Ford Models“ [8][9]. თავდაპირველად ის გამოჩნდა ჟურნალებში, როგორებიცაა „Tatler“, „LOVE“, „V and i-D“ [10][11][12][13]. მისი პირველი კომერციული კამპანია იყო ტანსაცმლის ბრენდის „French Connection“-ისთვის 2014 წლის ზამთარში [14]. 2014 წლის ოქტომბერში ბოლდუინის დებიუტი შედგა ჟურნალ „Topshop“-ში [15] ფრანგი მოდის დიზაინერის, სონია რიკიელისთვის [16]. 2014 წლის დეკემბერში იგი მონაწილეობდა ჟურნალ „Love“-ს ფოტოსესიაში, სწორედ აღნიშნული პროექტის ეგიდით ასევე შედგა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა დენიელ ჯექსონმა და განთავსდა ჟურნალის ოფიციალურ YouTube არხზე [17].

 

2015 წლის იანვარში ბოლდუინი გადაიღეს ამერიკული „Vogue“–ისთვის [18] და მარტში Teen Vogue–ისთვის [19]. 2015 წლის აპრილში მან გადაიღო ფოტპ ჟურნალის „Jalouse Magazine“ გარეკანისთვის, სადაც გამოსახულია მამაკაცი მოდელის, ლაკის ბლუ სმიტის გვერდით [20][21]. 2015 წლის ივლისში იგი მონაწილეობდა რალფ ლორენის სარეკლამო რგოლში ავსტრალიელი მომღერლის კოდი სიმფსონის გვერდით. ოქტომბერში კი დაბრუნდა, როგორც ტომი ჰილფიგერისა და ფილიპ პლეინის კომპანიის სახე [22][23][24].

ბრენდი რედაქტირება

2016 წელს ბოლდუინი თანამშრომლობდა ტანსაცმლის ბრენდთან „The Daily Edited“-თან. მან ხელი შეუწყო ჩანთების კაფსულის კოლექციას [25]. იმავე წელს მან გამოაცხადა თანამშრომლობა გაერთიანებული სამეფოს ფეხსაცმლის ბრენდის „Public Desire“-თან ჰეშთეგის #PDxHB გამოყენებით [26][27] და გამოაცხადა, რომ იწყებს კოსმეტიკის წარმოებას ავსტრალიური ბრენდის ModelCo-სთან ერთად [28].

2018 წელს ბოლდუინმა მოითხოვა სასაქონლო ნიშნის ლიცენზია კომერციული მიზნებისთვის სახელწოდების „Hailey Bieber“ გამოსაყენებლად [29][30]. მისი მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის „Bieber Beauty“ გამოყენების შესახებ უარყოფილ იქნა იმის გამო, რომ ჯასტინ ბიბერი ფლობდა ამ სავაჭრო ნიშანს [31].

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ბოლდუინის პირველი კარიერული მისწრაფება გახლდათ ბალეტი, თუმცა ის მალევე დასრულდა ფეხზე მიღებული ტრავმის გამო. ჰეილი ბოლდუინმა ტრავმის მიღებამდე კონცერტი გამართა მაიამის სიტის სცენაზე.

ბოლდუინი და ჯასტინ ბიბერი ერთმანეთს ხვდებოდნენ 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის იანვრამდე დაშორებამდე, თუმცა შემდეგ კი 2018 წლის მაისში შერიგდნენ. წყვილი 2018 წლის ივლისში დაინიშნა [32] და 2018 წლის ნოემბერში დადასტურდა, რომ ისინი დაქორწინდნენ [33].

ჰეილი ცხოვრობს ვატერლოოში, ონტარიო, კანადა [4][5]. 2019 წლის 30 სექტემბერს ჯასტინ ბიბერმა რიგით მეორე კონცერტი გამართა სამხრეთ კაროლინაში [34][35] .

ბოლდუინი აღიზარდა, როგორც ევანგელურ ქრისტიანად და დადის ჰილსონგის ეკლესიაში, სადაც დადის აგრეთვე ბიბერიც [36][37]. მან მხარი დაუჭირა ჯო ბაიდენს 2020 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს [38][39].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. IMG Models - Portfolio - Hailey Baldwin. IMG Models. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 24, 2017. ციტირების თარიღი: December 23, 2017
  2. Haskell, Rob. (February 7, 2019) Justin and Hailey Bieber Open Up About Their Passionate, Not-Always-Easy but Absolutely All-In Romance. Vogue. ციტატა: „[M]odel and TV presenter Hailey Bieber (née Baldwin).“ ციტირების თარიღი: February 7, 2019
  3. 5 Things to Know About Hailey Baldwin. ციტირების თარიღი: 2020-02-05
  4. 4.0 4.1 73 Questions with Hailey Bieber Vogue. Vogue (via YouTube).[მკვდარი ბმული]
  5. 5.0 5.1 Bailey, Alyssa. Justin Bieber And Hailey Baldwin Have Moved To Canada. ELLE (via www.elle.com/). ციტირების თარიღი: October 6, 2019
  6. FashionModelDirectory.com, The FMD-. Hailey Baldwin - Fashion Model | Models | Photos, Editorials & Latest News | The FMD. ციტირების თარიღი: January 12, 2019
  7. Kennya Baldwin- Stephen Baldwin's Wife. ციტირების თარიღი: December 13, 2016
  8. Hardie, Beth; Ross, Nevada; Appadoo, Neelam. (19 September 2018) Everything you need to know about Justin Bieber's fiancee Hailey Baldwin. ციტირების თარიღი: 7 February 2020
  9. Lockwood, Lisa. (23 March 2016) IMG Models Signs Hailey Baldwin. ციტირების თარიღი: 7 February 2020
  10. MODERN PATCHWORK (Tatler). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  11. Upstarts (Love Magazine). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  12. V Girls - V92 (V Magazine). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  13. Oh my, what a big following you have! (i-D Magazine). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  14. French Connection: Work to Weekend (French Connection). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  15. Topshop Unique S/S 15 Show (Topshop). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  16. Sonia Rykiel S/S 15 Show (Sonia Rykiel). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  17. LOVE Advent 2014 (Love Magazine). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  18. Year Zero (American Vogue). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  19. Flower Power (Teen Vogue). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  20. Jalouse April 2015 Cover (Jalouse). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  21. Hailey got Lucky (Jalouse). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  22. Denim & Supply presents: Express Yourself by Cody Simpson and Tinashe (Ralph Lauren). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  23. Tommy Hilfiger S/S 16 Show (Tommy Hilfiger). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  24. Philipp Plein S/S 16 Show (Philipp Plein). ციტირების თარიღი: December 13, 2016
  25. The Capsule Collection designed in collaboration with Hailey Baldwin. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 10, 2016. ციტირების თარიღი: December 13, 2016
  26. Public Desire x Hailey Baldwin. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2016. ციტირების თარიღი: December 13, 2016
  27. Public Desire collaborates with Hailey Baldwin. ციტირების თარიღი: December 13, 2016
  28. Rudolfo, Kristin. Hailey Baldwin Is Launching a Makeup Collection. ციტირების თარიღი: December 13, 2016
  29. Yang, Lucy. Hailey Baldwin is trying to trademark the name 'Hailey Bieber' weeks after she and Justin Bieber were reportedly spotted getting a marriage license.
  30. Drysdale, Jennifer. (October 19, 2018) Hailey Baldwin Trademarks the Name 'Hailey Bieber'. Entertainment Tonight. ციტირების თარიღი: May 19, 2019
  31. Hailey Bieber's Request to Trademark "Bieber Beauty" Was Reportedly Rejected. Teen Vogue. ციტირების თარიღი: June 24, 2019
  32. Respers France, Lisa (July 7, 2018). „Justin Bieber confirms engagement to Hailey Baldwin“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 11, 2018. ციტირების თარიღი: July 11, 2018.
  33. Respers France, Lisa (November 23, 2018). „Justin Bieber confirms he is a 'married man'. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 23, 2018. ციტირების თარიღი: November 23, 2018.
  34. Archived copy. ციტირების თარიღი: September 26, 2019
  35. Archived copy. ციტირების თარიღი: September 26, 2019
  36. Petit, Stephanie. (July 9, 2018) Inside Hillsong: All About the Church That's Attracted the Likes of Justin Bieber and Chris Pratt. People. ციტირების თარიღი: September 7, 2018
  37. Which other celebrities attend Justin Bieber and Hailey Baldwin's Hillsong churches?. Metro. ციტირების თარიღი: September 7, 2018
  38. BUZZ: Baldwin family clashes over Trump, Biden in election en (2020-10-13). ციტირების თარიღი: 2021-01-03
  39. McCarthy, Tyler. (2020-10-12) Hailey Bieber endorses Biden, dad Stephen Baldwin endorses Trump in 2020 presidential election en-US. ციტირების თარიღი: 2021-01-03