ჰასანფაშას აირის ქარხანა

მუზეუმი თურქეთში, სტამბოლში

ჰასანფაშას აირის ქარხანა (თურქ. Hasanpaşa Gazhanesiჰასანფაშას გაზჰანე), ასევე ცნობილია, როგორც ქადიქიოის აირის ქარხანა (თურქ. Kadıköy Gazhanesi), ან ქურბაღალიდერეს აირის ქარხანა (თურქ. Kurbağalıdere Gazhanesi), დღეს ცნობილია, როგორც გაზჰანეს მუზეუმი (თურქ. Müze Gazhane) — აირის ქარხანა სანათი აირის წარმოებისთვის თურქეთში, სტამბოლში. აშენდა 1892 წელს, 2021 წელს კი გადაკეთდა ხელოვნებისა და კულტურის ცენტრად, ასევე ტექნოლოგიების მუზეუმად.

ჰასანფაშას აირის ქარხანა
Hasanpaşa Gazhanesi

ჰასანფაშას აირის ქარხანა 2021 წელს
ჰასანფაშას აირის ქარხანა (თურქეთი)

ალტერნატიული სახელები ქადიქიოის აირის ქარხანა
ქურბაღალიდერეს აირის ქარხანა
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი დახურული
შენობის ტიპი ქარხანა
მუზეუმი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ქალაქი სტამბოლი
მდებარეობა ქადიქიოი
მისამართი Kurbağaşıdere Cad. 125
კოორდინატები 40°59′51″ ჩ. გ. 29°02′36″ ა. გ. / 40.99750° ჩ. გ. 29.04333° ა. გ. / 40.99750; 29.04333
მფლობელი
  • (1892–1926) Üsküdar-kadıköy Gas Lighting Co.
  • (1926–1938) Istanbul Gas and Electricity Industrial Enterprise Turkish Inc. Co.
  • (1938–1944) დამოუკიდებელი
  • (1944–1993) İETT
დაიწყო 9 ივლისი, 2021 და 1800
გაიხსნა 1892
განახლდა 2021
დაიხურა 13 ივნისი, 1993
არქიტექტორ(ებ)ი გულიელმო სემპრინი
სტრუქტურის ინჟინერი ჩარლზ ჯეორჯი
საიტი
muzegazhane.istanbul

ჰასანფაშას აირის ქარხანა, რომელიც დღეს მუზეუმია, მდებარეობს სტამბოლის ქადიქიოის რაიონში, ჰასანფაშას სამეზობლოში, ქურბაღალიდერეს (თურქ. Kurbağalıdere) ქუჩა 125-ში.[1]

ქარხანა აშენდა 1892 წელს, ოსმალეთის იმპერიის დროს, სტამბოლის ანატოლიური მხარის მოსახლეობის გაზისა და ელექტროენერგიის საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით.[2][3] იმ დროისთვის ქარხანა სტამბოლის ოთხი აირის ქარხნიდან ერთ-ერთი იყო, დოლმაბაჰჩეს, იედიქულესა და ქუზგუნჯუქის ქარხნებთან ერთად. სტამბოლის ანატოლიური მხარის განათება 1860-იანი წლებიდან ხორციელდებოდა ქუზგუნჯუქის აირის ქარხნიდან მოწოდებული აირით. როდესაც ეს არასაკმარისი გახდა, დაიგეგმა ახალი ქარხნის მშენებლობა. 1891 წლის 28 ივლისს, ოსმალურ კომპანია „განათება გაზითა და ელექტროენერგიით“ 50 წლიანი ლიცენზია მიენიჭა ქადიქიოის, იუსქუდარისა და ქალაქი ანატოლიის მხარის მომარაგება განათებითა და გათბობით, ქვანახშირის გაზის გამოყენებით. შეთანხმებას ხელი მოეწერა ინჟინერ ანატოლი ბარილსა, რომელიც წარმოადგენდა პარიზში მოღვაწე რკინის მრეწვეელს — ჩარლზ ჟორჟს, და მერ რიდვან ფაშას შორის, რომელიც წარმოადგენდა ოსმალეთის სახელმწიფოს.[4][5] 1891 წლის 1 აგვისტოს, არქიტექტორმა გულიელმო სემპრინიმ დაიწყო აირის ქარხნის მშენებლობა.[5] აირის ქარხანა ექსპლუატაციაში მომდევნო 1892 წელს შევიდა, რომელსაც მართავდა „Üsküdar-Kadıköy Gaz Şirket-i Tenviriyesi“ („იუსქუდარ-ქადიქიოის აირგანათების კომპანია“). ქარხანა მდებარეობდა ქურბაღალიდერეს ნაკადთან ახლოს, ქადიქიოის რაიონში, რაც საშუალებას იძლეოდა ნახშირის წყლით და შემდეგ რკინიგზით ქარხანაში ტრანსპორტირებას, რასაც შემდეგ ნახშირის აირში გადაამუშავებდნენ. ამიტომ აირის ქარხანას უწოდეს „ქურბაღალიდერეს აირის ქარხანა“ ან „ქადიქიოის აირის ქარხანა“, მოგვიანებით კი მისი მდებარეობიდან გამომდინარე „ჰასანფაშას აირის ქარხანა“ უწოდეს.[6]

  1. İletişim tr. Müze Gazhane. ციტირების თარიღი: 8 October 2022.
  2. Hasanpaşa Gazhanesi'nin Bilinemeyen Geleceği tr. Arkitera (12 June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2021. ციტირების თარიღი: 3 October 2022.
  3. „Hasanpaşa Gazhanesi kültür sanat merkezi oluyor“. Milliyet (თურქული). 21 April 2021. ციტირების თარიღი: 3 October 2022.
  4. Mazak, Mehmet. Türkiye'de Modern Aydınlatmanın Başlangıcı – Aydınlatma Tarihimize Genel Bir Bakış (1853–1930) tr. EMO. ციტირების თარიღი: 5 October 2022.
  5. 5.0 5.1 Uygun, Gökçe (24 February 2021). „Kadıköy Kronolojisi (4)“. Gazete Kadıköy (თურქული). ციტირების თარიღი: 5 October 2022.
  6. Atayurt, Ulus (12 May 2021). „Gazhane'den müşterek haneye“. 1+1 Express (თურქული). ციტირების თარიღი: 5 October 2022.