ჰარუსპიკი (ლათ. haruspex, hirae-დან (ეტრუსკ. harus) — შიგნეული) — მსახური ძველ ეტრურიაში, მოგვიანებით კი ძველ რომში. სამსხვერპლო ცხოველთა შიგნეულით — ძირითადად ღვიძლით, მკითხავი, რომელიც ბუნებრივ მოვლენებს განმარტავდა (ფრინველთა გადაფრენა, ელვა, ჭექა და სხვა.).

საუკეთესო ჰარუსპიკებად რომში ეტრუსკები მიიჩნეოდნენ, მათგანვე იქნა გადაღებული მკითხაობის ეს სახეობაც. უკანასკნელი ჰარუსპიკი, რომელმაც მოქალაქეებს თავისი დახმარება შესთავაზა რომში ახ. წ. 408 წელს იხსენიება, როდესაც ქალაქი ალარიხ I-ის მეთაურობით გოთებმა ალყაში მოაქციეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება