ან ჰი-იონი (ჰანგული: 안희연; ცნობილი როგორც ჰანი დ. 1 მაისი, 1992) — სამხრეთ კორეელი მომღერალი. იგი ცნობილია როგორც სამხრეთ კორეული ჯგუფი EXID-ისა და მისი ქვეჯგუფის, SoljiHan-ს (ადრე ცნობილი, როგორც Dasoni) წევრი. ტელევიზიაში Weekly Idol-ის წამყვანად და Off to School-ის, Crime Scene-ისა და A Style for You-ს ქასთის წევრად.

ჰანი

ჰანი სამადლობელ ფესტივალზე, ივნისი, 2016
მშობლიური სახელი 안희연
დაბადების სახელი ან ჰი-იონი
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1992 (1992-05-01) (31 წლის)
სეული, სამხრეთ კორეა.
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფია რედაქტირება

ან ჰი-იონი დაიბადა 1 მაისს, 1992 წელს, სეულში, სამხრეთ კორეაში, მაგრამ მისი ოჯახი და მეგობრები ადრეული ასაკიდანვე სახელ ჰანით მიმართავდნენ.[1] დამწყებითი სკოლიდან საშუალო სკოლამდე იგი ტრიათლონში იღებდა მონაწილეობას, ასევე იყო მოცურავე.[2]

მის EXID-თან დებიუტამდე, თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო მისი დებიუტი JYP Entertainment-ის ჯგუფში Sistar-ის ჰიოლინთან, Secret-ის სონგ ჯი-უნთან და და Bestie-ს უჯისთან. თუმცა, იგი JYP-დან მოხსნეს 1 წლის შემდეგ. ჰანიმ განაცხადა, რომ კომპანია ვერ ხედავდა მასში პოტენციალს. ამის შემდეგ, ის საზღვარგარეთ ჩინეთში წავიდა სასწავლებლად ერთი წლის განმავლობაში.[3][4] ჰანის IQ შეფასება 145-ია. ჰანი ფსიქოლოგიის სწავლასა და ფსიქოლოგობას აპირებდა.[5]

კარიერა რედაქტირება

2012-13: დებიუტი EXID-თან და პოპულარობის ზრდა რედაქტირება

EXID-ის ოფიციალური დებიუტი 2012 წლის 15 თებერვალს შედგა გამოშვების სინგლის გამოშვებით ,,Whoz That Girl".

2013 წლის თებერვალში, ჰანიმ და EXID-ის წევრმა ჰო სოლ-ჯიმ ჩამოაყალიბეს დუო ,,Dasoni" და გამოუშვეს სადებიუტო სინგლი ,,Goodbye" 2013 წლის 15 თებერვალს. სინგლში ასევე შედიოდა სიმღერა ,,Said So Often".

2014 წლის აგვისტოში, EXID-მ გამოუშვეს მათი სინგლი ,,Up & Down". თავდაპირველად, სიმღერა ცუდად ფასდებოდა, რის გამოც Gaon Chart-ის ტოპ ასეულში ვერ ხვდებოდა. თუმცა, სიმღერამ ნელ-ნელა პოპულარობა მოიპოვა ნოემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ფანის მიერ გადაღებული კონცერტის შესრულების ვიდეო გავრცელდა ინტერნეტში. 2018 წლისთვის  ვიდეოს YouTube-ზე 26 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

2014–დღემდე: სოლო კარიერა რედაქტირება

2014 წელს მან ითამაშა მთავარი როლი tvN-ის Always Cantare-ში.

2015 წელს იგი გამოჩნდა Mad Clown-ის მუსიკალურ ვიდეო ,,Fire"-ში[6] და შევიდა JTBC-ს Off to School-ისა[7][8] და Crime Scene-ის ძირითად ქასთში.[9][10] ჰანი KBS-ის ახალი სილამაზის შოუითვის A Style For You იყო არჩეული კიმ ჰი-ჩულის, გო ჰა-რასა და იუნ ბორასთან ერთად.[11] გაზაფხულზე იგი Soulmates Returns-ში გამოჩნდა.[12] მოგვიანებით, მან გააკეთა კამეო გამოჩენა თავის თავად The Producers-ში.[13] 24 ივნისს, მას და VIXX-ის კენმა გამოუშვეს სიმღერა ,,Gap".[14] სექტემბერში, იგი სერიალი Law of the Jungle-ის ქასთის წევრი გახდა.

2016 წელს ჰანი გახდა Baek Jong-won's Three Great Emperors-ის კო-წამყვანი.[15] თებერვალში, 2016 წელს იგი გამოჩნდა King of Mask Singer-ში, როგორც "პატარა ასანთის გოგონა"(Little Match Girl). ჰანიმ ჟიური და მაყურებელი გააკვირვა თავისი მდიდარი, დაბალი ხმით (ძირითადად იმის გამო, რომ როგორც EXID-ის ვოკალისტი იგი მაღალი დიაპაზონის ვოკალს იყენებდა).[16] ჰანიმ დაამარცხა კიმ ფილი და ჯო ჰანგ-ჯო, მაგრამ იგი შემდგომში დაამარცხა იმდროინდელმა ნიღბის მეფე, ჰა ჰიუნ-ვუმ. მიუხედავად ამისა, ჰანის წარმოდგენებმა აღიარება ყურადღება მიიპყრო და თავისი უნიკალური ვოკალითა და სიმღერით გატაცებით.

2017 წლის 12 იანვარს გამოცხადდა, რომ f(x)-ის ლუნა, ჰანი, და Mamamoo-ს სოლარი 19 იანვარს გამოუშვებდნენ ერთობლივ სიმღერას, რომელიც წარმოებული იქნა პაკ გუნ-თეს მიერ, რომელმაც ასევე დაწერა EXO-ს ბეკჰიუნისა და Miss A-ს სუზი-ს დუეტი ,,Dream".[17] მოგვიანებით გაირკვა, რომ სიმღერის სათაური იყო ,,Honey Bee".[18] 19 იანვარს, სიმღერა ,,Honey Bee" ოფიციალურად იყო გამოშვებული Mystic Entertainment-ის მიერ.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2016 წლის 1 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰანი და JYJ-ს ჯუნსუ ექვსი თვის განმავლობაში ერთმანეთს ხვდებოდნენ. ჯუნსუს სააგენტომ, C-JeS Entertainment-მა ეს ინფორმაცია დაადასტურა.  2016 წლის 13 სექტემბერს დადგინდა, რომ ჯუნსი და ჰანი ერთმანეთს დაშორდნენ მათი დატვირთული გრაფიკებისა და რეჟიმის გამო; ეს ასევე დადასტურებული იყო EXID-ს სააგენტოს Banana Culture-ის მიერ.[19]

დისკოგრაფია რედაქტირება

EXID რედაქტირება

Dasoni რედაქტირება

სინგლები რედაქტირება

სინგლების სია რიგორც სოლო შემსრულებელი
სათაური წელი პოზიცია ჩარტში გაყიდვები ალბომი
KOR

Gaon
[20]

US

World

"Good Bye" 2013 71
  • KOR (DL): 63,662+*[21]
Good Bye (Digital single)
"Said So Often (Stage version)" 188 Stage of the 70's (Digital single)
"—" აღნიშნავს, რომ ჩარტში არ იყო ან აღნიშნულ რეგიონში არ გამოსულა.

"*" მიუთითებს, რომ Gaon Chart განახლების პროცესში იმყოფებოდა და ციფრული გაყიდვები შეჩერებული იყო.

სოლო შემსრულებელი რედაქტირება

სინგლების სი როგორც სოლო შემსრულებელი
სათაური წელი პიკი ჩარტში გაყიდვები ალბომი
KOR

Gaon

US

World

,,Cold" (C-Clown-თან ერთად) 2012 Young Love 
,,We Got The World" (R.Tee-სთან ერთად)  2014 Non-album single
,,Fake Illness" (Rare Potato-სთან ერთად) 2015
,,Gap" ( კენთან ერთად) 2015 25
  • KOR (DL): 93,000+*
,,Honey Bee" (f(x)-ის ლუნასა და Mamamoo-ს სოლართან ერთად) 2017 38
  • KOR (DL): 63,673+
"—" აღნიშნავს, რომ ჩარტში არ იყო ან აღნიშნულ რეგიონში არ გამოსულა.

"*" მიუთითებს, რომ Gaon Chart განახლების პროცესში იმყოფებოდა და ციფრული გაყიდვები შეჩერებული იყო.

ფილმოგრაფია რედაქტირება

სატელევიზიო დრამები რედაქტირება

წელი სათაური როლი ქსელი შენიშვნები
2015  The Producers თავისი თავი KBS2 კამეა

გადაცემები რედაქტირება

წელი სათაური ქსელი როლი შენიშვნები
2014 Always Cantare tvN მთავარ როლში
2015 Crime Scene
A Style For You KBS2 ქასთის წევრი იუნ ბო-რა, გუ ჰარასა  და კიმ ჰიჩულთან ერთად.
Soulmates ბრუნდება MBC ყველა 1 მთავარ როლში
EXID ის Showtime
ჯუნგლების კანონს ნიკარაგუაში SBS ეპიზოდები 178-180
2016 Baek Jong-won's Three Great Emperors კო-წამყვანი ეპიზოდები 22-51
We Are Siblings KBS2 როლებში უმცროს ძმასთან ერთად
King of Mask Singer MBC კონკურსანტი ეპიზოდები 47-48
Weekly Idol MBC ყველა 1 წამყვანი ეპიზოდები 245-270
2017 Suddenly A Millionaire ზეითუნის
Law of the Jungle in Komodo SBS მთავარ როლებში ეპიზოდები 274-278

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Hani (EXID) artist profile ko. Melon. LOEN Entertainment. ციტირების თარიღი: June 1, 2015.
  2. Hani wows with her swimming ability as she showcases the butterfly, freestyle, backstroke, breaststroke, & fin swimming. ციტირების თარიღი: 22 August 2015.
  3. Jeon Ah Ram (March 17, 2015). „EXID’s Hani Trained with Sistar’s Hyolyn, Secret’s Song Jieun and More at JYP“. Newsen. CJ E&M. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 10, 2015. ციტირების თარიღი: June 1, 2015.
  4. EXID’s Hani Shares She Was Cut from JYP and Says She Never Had Plastic Surgery. ციტირების თარიღი: 22 August 2015.
  5. EXID Hani's revealed to have an IQ of 145. ციტირების თარიღი: 22 August 2015.
  6. Lee Yousun (January 6, 2015). „Mad Clown releases teaser for "Fire" featuring EXID's Hani“. Korean Wave. ციტირების თარიღი: June 1, 2015. მითითებულია ერთზე მეტი |author= და |last= (დახმარება)
  7. Ahn, Woorim. (18 March 2015) Hani Becomes A ‘Smart Idol’. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-04-03.
  8. Ahn, Woorim. (24 March 2015) Hani Shows Her Ability As An All-around Entertainer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-05. ციტირების თარიღი: 2015-04-03.
  9. Ahn, Woorim. (12 March 2015) JTBC ‘Crime Scene 2’ Confirms Its Final Casts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-04-03.
  10. Ahn, Woorim. (1 April 2015) JTBC ‘Crime Scene 2’ Holds Its Production Conference. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-05. ციტირების თარიღი: 2015-04-03.
  11. Hara joins + Heechul, Jooyeon, and Bora in talks to be MCs for fashion-beauty show 'A Style for You'
  12. Park Ji Ryun (March 4, 2015). „EXID’s Hani, Nicole, Seo Kang Jun and Myore Join ‘Soulmates Returns’“. Newsen. CJ E&M. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 10, 2015. ციტირების თარიღი: June 1, 2015. მითითებულია ერთზე მეტი |author= და |last= (დახმარება)
  13. ‘프로듀사’ 하니, 경찰서에서 특별 출연 “남자랑 3대1로 붙었는데 한 대도 안맞아”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-17. ციტირების თარიღი: 2018-04-22.
  14. VIXX's Ken and EXID's Hani join hands for a sweet collab track 'One By One'. ციტირების თარიღი: 22 August 2015.
  15. Hani to co-host 'Baek Jong-won's Three Great Emperors' (28 January 2016). ციტირების თარიღი: 2016-02-15.
  16. Hani wows with performance on King of Mask Singer.
  17. „루나X하니X솔라 미스틱서 뭉쳤다, 핵폭탄급 걸그룹 컬래버 성사“. Newsen (Korean). January 12, 2017. ციტირების თარიღი: January 16, 2017.
  18. „루나X하니X솔라, 콜라보 곡명은 ‘허니 비’..팝소울“. OSEN (Korean). January 16, 2017. ციტირების თარიღი: January 16, 2017.
  19. kokoberry. (2016-09-13) Breaking: JYJ’s Junsu And EXID’s Hani Revealed To Have Broken Up. ციტირების თარიღი: 2016-09-13.
  20. Gaon Digital Chart. Gaon Chart. Korea Music Content Industry Association. ციტირების თარიღი: May 22, 2015.
  21. Gaon Download Chart - 2013년 2월 Korean. Gaon Music Chart. Korea Music Content Industry Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 22, 2014. ციტირების თარიღი: January 26, 2015.