ჰამფრი (ჰემფრი) IV დე ბოჰუნი (ბოენი) (ინგლ. Humphrey IV de Bohun) — ლორდი თროუბრიჯი და ინგლისის ლორდ-კონსტებლი 1176 წლიდან, ბარონ ჰამფრი დე ბოჰუნ III-ისა და მარგარიტა ჰერეფორდის (გარდ. 1187), მილ გლოსტერის, ჰერეფორდის გრაფის ქალიშვილის შვილი.

ჰამფრი (ჰემფრი) IV დე ბოჰუნი (ბოენი)
თროუბრიჯის ლორდი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
? – დაახ. 1180/1182

თანამდებობაზე ყოფნის დრო
დაახ. 1172 – დაახ. 1180/1182
მემკვიდრეჰენრი დე ბოჰუნი

გარდაცვლილიდაახ. 1180/1182
მეუღლემარგარიტა ჰანტინგონდი
შვილებივაჟი: ჰენრი
ქალიშვილი: მარგარეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლენტონის ქრონიკა მას იხსენიებს, როგორც ჰერეფორდის გრაფსა და ინგლისის ლორდ-კონსტებლს, ერთი მხრივ, დოკუმენტურად დამტკიცებულია, რომ ის ატარებდა ჰერეფორდის გრაფის ტიტულს, თუმცა 1199/1200 წელს ჰერეფორდის გრაფი გახდა მისი შვილი. ინგლისის ლორდ-კონსტებლის წოდება კი მან მემკვიდრეობით დედისგან მიიღო, დაახლოებით 1172 წელს.

ჰამფრი მსახურობდა ჰენრი ახალგაზრდასთან, მეფე ჰენრი II-ის ვაჟთან, რომელიც მამის წინააღმდეგ აჯანყდა.

ჰამფრი მამამისზე ადრე გარდაიცვალა, 1180/1182 წელს. მემკვიდრედ დატოვა არასრულწლოვანი ვაჟი, ჰენრი.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

ცოლი: მარგარიტა ჰანტინგდონი (დაახ. 1143/1144—1201), შოტლანდიელი პრინცესა, პრინც ჰენრი შოტლანდიელის, ჰანტინგდონისა და ნორთუმბრიის გრაფის ქალიშვილი. შვილები:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jean Le Melletier., Les seigneurs de Bohon, illustre famille anglo-normande, originaire du Cotentin, Arnaud-Bellée, 1978. — გვ. 155.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება