ჰამფრი II დე ბოჰუნი (ბოენი) (ინგლ. Humphrey II de Bohun) — ანგლონორმანდიელი ბარონი, ონფრუა დე ბოჰონის ვაჟი. გვიანდელ დოკუმენტებში მას მოიხსენიებენ წოდებით „დიდი“. გარდა ამისა, მას ხშირად უწოდებენ ჰამფრი I-ს.

ჰამფრი II დე ბოჰუნი (ბოენი)
ინგლ. Humphrey II de Bohun
თროუბრიჯის 1-ლი ლორდი
მმართ. დასაწყისი: დაახ. 1087/1100
მმართ. დასასრული: 1129-მდე
წინამორბედი: შეიქმნა წოდება
მემკვიდრე: ჰამფრი II
გარდ. თარიღი: დაახ. 1129
მეუღლე: მოდ სოლსბერელი
შვილები: ვაჟი: ჰამფრი III
ქალიშვილი: მოდი
დინასტია: ბოჰუნები
მამა: ონფრუა დე ბოჰონი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰამფრი იყო ნორმანდიელი ბარონის, ონფრუა დე ბოჰონის ერთ-ერთი შვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ნორმანდიელთა მიერ ინგლისის დაპყრობაში. ის დაქორწინდა მოდზე, უილტშირის შერიფის, ედუარდ სოლსბერელის ქალიშვილზე. ამ ქორწინების გამო ჰამფრიმ მფლობელობაში მიიღო თროუბრიჯის ციხე-სიმაგრე უილტშირში.

დაახლოებით 1129 წელს ჰამფრი გარდაიცვალა. მემკვიდრეობა მიიღო მისმა ერთადერთმა ვაჟმა, ჰამფრი მესამემ.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

ცოლი: დაახ. 1087/1100 მოდ (მატილდა) სოლსბერელი, ედუარდ სოლსბერელის, უილტშირის შერიფისა და მატილდა ფიცჰიუბერტის ქალიშვილი. შვილები:

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jean Le Melletier., Les seigneurs de Bohon, illustre famille anglo-normande, originaire du Cotentin, Arnaud-Bellée, 1978. — გვ. 155.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება