ჰამადა სურამელი
ჰამადა (აჰმადა) სურამელი, ქართველი დიდი ფეოდალი XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, ბეგა II სურამელის ძე, საქართველოს მეფის დავით VIII-ის დაახლოებული პირი, მისი ვეზირი-მსახურთუხუცესი, ქართლის ერისთავი. 1290-იან წლებში ხელმძღვანელობდა ბრძოლას ოვსთაგან გორის გასათავისუფლებლად, თუმცა მონღოლთა ჩარევამ აიძულა აიძულა ჰამადა შეეწყვიტა გორის ალყა. სურამელის ასული ცოლად შეირთო დავით VIII-მ. მას შემდეგ, რაც დედოფალი ოლჯათი აღარ დააბრუნეს ურდოდან. ჰამადას შემდეგ, როგორც ჩანს სურამელთა საგვარეულო დაემცრო და აღარ იხსენიება წყაროებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 9, გვ. 610, თბ., 1985