ჰალას ხიდი — ხიდი თურქეთში, სოფელ ჰალაში. ადგილობრივი მოსახლეობა მას ზოგჯერ ჰალაქოფრუს სახელითაც მოიხსენებს. ხიდი ერთთაღიანია. მას ნახევარწრიული ფორმის მოყვანილობა აქვს. თაღის ორივე მხარის რკალისათვის განკუთვნილი მოგრძო ფორმის ქვები საგულდაგულოდაა დამუშავებული. ისინი ერთმანეთზეა მიწყობილი. მათ შემაკავშირებლად გამოყენებულია დუღაბის თხელი მასა. თაღის ბოლოები აქაც კლდოვან ქანზე დაშენებულ ბურჯებს ეყრდნობა. ხიდს თაღის ქუსლებში დატანილი აქვს ქარგლის ორ-ორი ბუდე. ეს ხიდი მოგვიანებით არის განახლებული. მას მარცხენა მხარეს დამატებით მიშენებული აქვს სავალი ნაწილი. ასევე შეკეთებული და განახლებულია ხიდის ბორდიურები და მათ შორისი სავალი ბილიკიც. ხიდის საერთო სიგრძე 22-40 მეტრია, ბურჯებს შორის მანძლი 16-20 მეტრია, მალის სიგანე 15 მეტრია, სავალი ბილიკის სიფართე 2,65 მეტრია, მანძილი ზედაპირიდან თაღის ქუსლებამდე 8,50 მეტრია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 75-76 ISBN 978-9941-0-6458-6.