ჰადსაკერის შემცვლელი
ჰადსაკერის შემცვლელი (ინგლ. The Hudsucker Proxy) — ძმები კოენების 1994 წლის კომედიური ფილმი.
„ჰადსაკერის შემცვლელი“ | |
---|---|
ჟანრი | კომედია |
დამდგმელი რეჟისორი | ჯოელ კოენი |
პროდიუსერი | ითან კოენი |
სცენარის ავტორი |
|
როლებში | |
მუსიკა | კარტერ ბერველი |
ოპერატორი | როჯერ დიკინსი |
მონტაჟი | ტომ ნობლი |
სტუდია | Silver Pictures, Working Title Films, Polygram Filmed Entertainment |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი | 11 მარტი, 1994 |
ხანგრძლივობა | 111 წუთი |
ქვეყანა |
გაერთიანებული სამეფო აშშ[1] |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 25 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 2,8 მილიონი აშშ დოლარი |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ახალგაზრდა ნორვილ ბარნსი ეძებს სამსახურს. ის მუშაობას იწყებს ჰადსაკერის მსხვილ კორპორაციაში სწორედ მაშინ, როცა კომპანიის პრეზიდენტი ჰადსაკერი თავს იკლავს. დირექტორთა საბჭოს ახალ პრეზიდენტად სულელის არჩევა სურს, რათა კომპანიის აქციები გაუფასურდეს და მათ თავად შეძლონ აქციების ყიდვა, ამიტომ პრეზიდენტად სწორედ ბარნსს აირჩევენ. დირექტორთა საბჭოს წევრ სიდნი მასბურგერს იმედი აქვს, რომ ადვილად მოახერხებს ბარნსის მართვას, მაგრამ ბარნსს საკუთარი იდეები აღმოაჩნდება.
როლებში
რედაქტირება- ტიმ რობინსი — ნორვილ ბარნსი
- ჯენიფერ ჯეისონ ლი — ემი არჩერი
- პოლ ნიუმენი — სიდნი მასბურგერი
- ჩარლზ დერნინგი — უორინგ ჰადსაკერი
- ჯიმ ტრუ-ფროსტი — ლიფტიორი ბაზი
- ბილ კობსი — მესაათე მოსე
- ჯონ მაჰონი — არგუსის რედაქტორი
- ბრიუს კემპბელი — არგუსის რეპორტიორი სმითი
- ჰარი ბუგინი — ალოიზი
- ანა ნიკოლ სმითი — ზა ზა
- ჯონ გუდმენი — როკველის საინფორმაციოს წამყვანი
- ჯონ პოლიტო — მისტერ ბარნსტიდი
- სტივ ბუშემი — ბარმენი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Hudsucker Proxy (1994). Film & TV Database. British Film Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 17 April 2012.
- ↑ Bergan, pp. 24, 36