ჯუნოს ჯილდო (Juno Award) — მუსიკალური პრემია, რომელიც ყოველწლურად გადაეცემა კანადელ მუსიკოსებსა და ჯგუფებს მუსიკის ყველა სფეროში მათი შემოქმედებითი თუ ტექნიკური მიღწევების აღსანიშნავად. კანადის დიდების მუსიკალური დარბაზის ახალი წევრების არჩევაც ამ დაჯილდოების ცერემონიალზე ხდება.

ჯუნოს ჯილდო
Juno Awards Logo.svg
ჯუნოს ჯილდოს ლოგო
ჯილდო გაიცემა ცნობილი მიღწევებისთვის მუსიკალურ ინდუსტიაში
წარადგენს ჩანაწერების ხელოვნებისა და მეცნიერების კანადის აკადემია
ქვეყანა კანადა
პირველად გადაეცა 1970

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჩანაწერების ხელოვნებისა და მეცნიერების კანადის აკადემიის წევრების, ან ექსპერტთა ჯგუფის მიერ, ჯილდოს კატეგორიის მიხედვით. თითქმის ყველა მთავარ ზოგად კატეგორიაში, როგორებიცაა წლის შემსრულებელი ან წლის ალბომი, ნომინაციებს განსაზღვრავს საკვალიფიკაცო პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელი; კატეგორიებში სპეციფიკური ჟანრების მიხედვით განისაზღვრება ექსპერტთა ჯგუფის მიერ.[1]

სქოლიორედაქტირება

  1. ინფორმაცია ჯუნოს ჯილდოზე. Junoawards.ca. ციტირების თარიღი: 2011-08-30.