ჯუმა-მეჩეთი (ბაქო)

(გადამისამართდა გვერდიდან ჯუმა - მეჩეთი (ბაქო))

ჯუმა-მეჩეთი (აზერ. Cümə məscidi) — შიიტური ჯუმა-მეჩეთი, განლაგებული აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მის ისტორიულ ნაწილ იჩერი შეჰერში, ასაფ ზეინალის ქუჩა 49-ში. თავისი არსებობის განმავლობაში მეჩეთი არაერთხელ რადიკალურად გადაკეთდა.[1] მეჩეთს ახლავს XV საუკუნის მინარეთი.[2]

ჯუმა-მეჩეთი

მეჩეთი განლაგებულია მჭიდროდ ათვისებულ ნაკვეთზე, ტრადიციებით ნაკურთხ ადგილზე. ზოგიერთი მეცნიერი გამოთქვამს აზრს, რომ ამ ადგილზე ადრე წარმართული ცეცხლის ტაძარი იდგა.

1437–1438 წლებში დერბენდის დინასტიის შირვანშაჰ ჰალილ-ული I მმართველობის დროს მეჩეთს მიუშენეს მინარეთი, რომელიც დღემდე შემორჩა. თქმულების მიხედვით, მეორე მეჩეთის შენობაც ცეცხლმა გაანადგურა.

XX საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი მდიდარი მორწმუნეს – ბაქოელი ჰაჯი შეიჰ დადაშევის – მიერ მეჩეთი გადაკეთდა და ასეთ მდგომარეობაში მოაღწია ჩვენამდე.

  1. Бретаницкий, 1970, с. 13.
  2. Бретаницкий Л. С., Веймарн Б. В. Искусство Азербайджана IV — XVIII веков / Редактор И. А. Шкирич. — Москва: Искусство, 1976. — С. 107. — 272 с.