ჯრიის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯრიაში. აგებულია XIX-XX საუკუნეებში. დიდი ზომის შვერილაბსიდიანი დარბაზული ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვითა და ქართული აგურით.

გეგმით სწორკუთხა ნაგებობა აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული ფორმის აბსიდით. მასში სამი მაღალი, ფართო თაღიანი სარკმელია დატანებული, აქეთ-იქით კი თითო სწორკუთხა ნიშია მოთავსებული. ფასადთა სიბრტყეები დანაწევრებულია კარ-სარკმელთა ღიობებით. კარი ორია - დასავლეთით და სამხრეთით. დასავლეთი კედლის კეხზე შედგმულია სამრეკლო.

ეკლესიის თაღ-კამარა და სამრეკლოს ზედა ნაწილები ჩამონგრეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004