ჯოკერი
ჯოკერი — ერთგვარი ბანქოს (კარტის) თამაში, 2-4 მოთამაშისათვის. მოთამაშის მიზანია აიღოს მაქსიმალური ქულები რამდენიმე დარიგების განმავლობაში, ხელში აღებული კარტების გამოყენებით. ყოველი დარიგებისას მოთამაშე ცდილობს წაიღოს წინასწარ ნავარაუდევი კარტის რაოდენობა.
თამაშში გამოიყენება 36 კარტი, რომლიდანაც 2 ჯოკერია.