სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეფხვაძე.

ივანე (ჯოვანი) ვეფხვაძე (დ. 13 მარტი, 1949, თბილისი — გ. 3 მაისი, 2016, იქვე) — ქართველი ფერმწერი.

ჯოვანი ვეფხვაძე
სრული სახელი ივანე ვეფხვაძე
დაიბადა 13 მარტი, 1949
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაიცვალა 3 მაისი, 2016 (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა რეალიზმი
ჟანრი პეიზაჟი, პორტრეტი, თემატური სურათი, ნატურმორტი, ქალაქის ხედი

დაიბადა მხატვარ ალექსი ვეფხვაძის ოჯახში. 1967 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1973 წელს. მისი სადიპლომო ნამუშევარი გახდა „ბექა ოპიზრის სახელოსნოში“ რომელიც შექმნა ცნობილი ქართველი მხატვრის კოკი მახარაძის ხელმძღვანელობით. 1973 წელს ჩაირიცხა სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის შემოქმედებით სახელოსნოში, სსრკ-ს სახალხო მხატვრის უჩა ჯაფარიძის კლასში, რომელიც დაამთავრა 1977 წელს საანგარიშო ნამუშევრით „გელათის ტაძრის რესტავრაცია“.[1]

ახალგაზრდობის პერიოდში მუშაობდა კინოთეატრ „გაზაფხულში“, სადაც სინქრონულად თარგმნიდა იტალიურ ფილმებს.[2] 1973 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. 1977 წლიდან იყო სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი. მის შემოქმედებაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრი — პეიზაჟი, პორტრეტი, თემატური სურათი, ნატურმორტი, ქალაქის ხედი (ძველი თბილისის ხედები, უბნები, სახელოსნოები, ეზოები). 1981–2007 წლებში ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. მისი ნამუშევრები დაცულია ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში (რუსეთი) და სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.[1]

გარდაიცვალა 2016 წლის 3 მაისს, გულის შეტევით, ქუჩაში.[2]

თავისი ისტორიები გამოსცა ორ წიგნად: „მხატვრის ჩანაწერები“ და „ჯოვანი მოგვითხრობს“.[2]

  1. 1.0 1.1 ჯოვანი ვეფხვაძე, „მამაკაცის პორტრეტი“. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2024
  2. 2.0 2.1 2.2 რეხვიაშვილი, ჯიმშერ (18 ნოემბერი, 2016). „ჯოვანი ვეფხვაძე – თბილისელი კანალეტო“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)