კოლექტიური იმუნიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯოგური იმუნიტეტი)

კოლექტიური იმუნიტეტი (ასევე, ჯოგური იმუნიტეტი, საზოგადოებრივი იმუნიტეტი, პოპულაციური იმუნიტეტი, სოციალური იმუნიტეტი) — ტერმინი ეპიდემიოლოგიაში, რომელიც აღწერს ინფექციური დაავადებებისგან ირიბი დაცვის სტრატეგიას. კოლექტიური იმუნიტეტის ეფექტი მიიღწევა, როდესაც პოპულაციის დიდი პროცენტული ნაწილი შეიძენს იმუნიტეტს ინფექციის მიმართ, შესაბამისად, აღარ წარმოადგენს ინფექციის გადამტანს მის მიმართ უგრძონობადობის გამო, და ამგვარად, წარმოადგენს დაუცველი, ამგვარი იმუნიტეტის არ მქონე ინდივიდების ინფექციისგან დაცვის მექანიზმს.[1][2] საზოგადოებაში, რომლის წევრთა დიდ ნაწილს აქვს იმუნიტეტი, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი ირღვევა, რაც აცერებს ან ანელებს დაავადების გავრცელებას. რაც უფრო მეტია იმუნიზებულთა პროცენტული წილი პოპულაციაში, პროპორციულად მცირეა ალბათობა იმისა, რომ იმუნიტეტის არ მქონე ინდივიდს შეხება ექნება დაავადებულ ინდივიდთან.

იმუნიტეტის შეძენა შესაძლებელია ინფექციისგან გამოჯანმრთელებით, ან ვაქცინაციით. პოპულაციაში, ზოგერთი ინდივიდი მოკლებულია იმუნიზების შესაძლებლობას სამედიცინო მიზეზებით, ამიტომ, ასეთი ინდივიდებისთვის კოლექტიური იმუნიტეტი დაცვის მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს.

  1. Fine, P.; Eames, K.; Heymann, D. L. (1 აპრილი, 2011). 'Herd immunity': A rough guide“. Clinical Infectious Diseases. 52 (7): 911–16. doi:10.1093/cid/cir007. PMID 21427399. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Gordis, L. (14 ნოემბერი, 2013). Epidemiology. Elsevier Health Sciences, გვ. 26–27. ISBN 978-1455742516. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2015.