ჯიქეთის საბოქაულო
ჯიქეთის საბოქაულო (რუს. Джигетское [Садзское] приставство) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული 1843-1847 წლებში.
ისტორია
რედაქტირებაჯიქეთის საბოქაულო დაარსდა 1843 წლის ნოემბერ-დეკემბერში, რომლის პირველ ბოქაულად დაინიშნა ჯერ ალექსანდრე ზვანბა, ხოლო სულ მალე კი — სოლომონ ზვანბა. ჯიქეთის საბოქაულო მოიცავდა ტერიტორიას გაგრიდან სოჭამდე.
მოგვიანებით, ჯიქეთის საბოქაულო შეუერთდა აფხაზეთის სამთავროს. 1847 წელს ჯიქეთის საბოქაულო გამოყვეს აფხაზეთის სამთავროდან და შეუერთეს შავიზღვისპირეთის ოკრუგს.