ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯინი - ზებუნებრივი არსებები პრეისლამურ არაბულ და მოგვიანებით ისლამურ მითოლოგიასა და თეოლოგიაში. ადამიანების მსგავსად, ისინი უცოდველად იბადებიან, მათი გარემოცვა შემდეგ ცვლის მათ. ჯინი არ არის არც თანდაყოლილად ბოროტი და არც თანდაყოლილად კეთილი, რის გამიც ადვილი იყო ისლამის ექსპანსიის პერიოდში სხვა კულტურების სულების ჯინებად ადაპტაცია - ჯინი არ არის მკაცრად ისლამური ცნება; ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ ისლამში ინტეგრირებულ რამდენიმე წარმართულ რწმენას.

ისლამურ კონტექსტში ტერმინი ჟინი გამოიყენება როგორც ნებისმიერი ზებუნებრივი ქმნილების ზოგადი, ან კონკრეტული ტიპის ზებუნებრივი ქმნილების კონკრეტული სახელი. ამიტომ ჯინები ხშირად მოიხსენიებიან ეშმაკებთან/ დემონებთან ერთად. ფოლკლორში ეშმაკებსაც და ჯინებსაც მოაქვთ უიღბლობა, დაავადებები, უბედურობები. მაგრამ, ეშმაკებისგან განსხვავებით, ხანდახან ჯინი კეთილის მომტანია და ადამიანს ეხმარება.

გარეგნობა

რედაქტირება

ითვლება, რომ ჯინებს ფორმის შეცვლა შეუძლიათ. ხშირად იღებენ ბუს, გარეული ვირის, გველის, კატის, მორიელის ან შავი ძაღლის ფორმას. ვერ იღებენ მგლის ფორმას - ითვლება, რომ მგელი ჯინის მტაცებელია და მგელთან ახლოს ის უჩინარობას კარგავს. ყველაზე დიდია კავშირი გველსა და ჯინს შორის - ისინი, ვისაც სჯერათ ჯინის არსებობის, არ კლავენ გველებს, რადგან ჯინი გველისთვის შურს იძიებს. ასევე ჯინს შეუძლია ქარის, ქარიშხლის, ჩრდილის ფორმის მიღება.

პრეისლამური არაბეთი

რედაქტირება
 

ჯინებში რწმენის ზუსტი წარმოშობა არ არის ბოლომდე ცნობილი. შუა აღმოსავლეთის ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ისინი წარმოიშვნენ უდაბნოებსა და უწმინდურ ადგილებში მცხოვრებ ბოროტ სულებად, რომლებიც ხშირად ცხოველების ფორმას იღებდნენ [1]; სხვები თვლიან, რომ ისინი თავდაპირველად წარმართული ღვთაებები იყვნენ, რომლებმაც თანდათან სტატუსი დაკარგეს, რადგან სხვა ღვთაებებმა უფრო მეტი მნიშვნელობა მიიღეს. პრეისლამურ პერიოდში მრავალი არაბი თაყვანს სცემდა ჯინს, მაგრამ ღმერთებისგან განსხვავებით, ჯინს არ მიიჩნევდნენ უკვდავად. მიუხედავად მათი უფრო დაბალი სტატუსის, როგორც ჩანს, ჯინების თაყვანისცემას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა პრეისლამური არაბების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე თვით ღმერთების. მიიჩნეოდა, რომ ჯინებს მაშინდელი ადამიანების მსგავსი თემური საზოგადოება აქვთ, მოკლულ ჯინზე თემი შურს იძიებს. მათი ძალები აღემატებოდა ადამიანის, მაგრამ მიიჩნეოდა, რომ ადამიანს შეუძლია ჯინის მოკვლა. მათ ფორმის შეცვლა შეეძლოთ, მაგრამ უჩინარ ფორმაში მათი ყველაზე მეტად ეშინოდათ. ჯინები პასუხისმგებლებად ითვლებოდნენ სხვადასხვა დაავადებისთვის, მათ შორის ფსიქიკური.[2]

ყურანში ჯინები დაახლოებით 29-ჯერ არიან ნახსენები. ისლამურ ტრადიციაში მუჰამედი როგორც ადამიანებთან, ასევე ჯინებთან იყო გამოგზავნილი მქადაგებლად [3]. ნახსენებია, რომ არაბები "ღმერთის მაგივრად დახმარებას ჯინებს სთხოვდნენ". მონოთეისტურმა ყურანმა წაშალა მსგავსებები ჯინისა და ღმერთს შორის, ჯინი ღვთაებისგან ჩვეულებრივ სულად იქცა, რომელიც ასევე ექვემდებარებოდა ღმერთის განსჯას და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას. ერთი მნიშვნელობით ჯინები ადამამდე ათასი წლით ადრე შექმნილი ადამიანის მსგავსი სულები არიან, მეორე ვერსიით "ჯინი" ზოგადი ტერმინია ადამიანებისთვის უჩინარი არსებებისთვის, მაგ. ანგელოზები და დემონებიც ჯინები არიან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Al-Ashqar, Dr. Umar Sulaiman (1998). The World of the Jinn and Devils. Boulder, CO: Al-Basheer Company for Publications and Translations.
  • Barnhart, Robert K. The Barnhart Concise Dictionary of Etymology. 1995.
  • "Genie". The Oxford English Dictionary. Second edition, 1989.
  • Abu al-Futūḥ Rāzī, Tafsīr-e rawḥ al-jenān va rūḥ al-janān IX-XVII (pub. so far), Tehran, 1988.
  • Moḥammad Ayyūb Ṭabarī, Tuḥfat al-gharā’ib, ed. J. Matīnī, Tehran, 1971.
  • A. Aarne and S. Thompson, The Types of the Folktale, 2nd rev. ed., Folklore Fellows Communications 184, Helsinki, 1973.
  • Abu’l-Moayyad Balkhī, Ajā’eb al-donyā, ed. L. P. Smynova, Moscow, 1993.
  • A. Christensen, Essai sur la Demonologie iranienne, Det. Kgl. Danske Videnskabernes Selskab, Historisk-filologiske Meddelelser, 1941.