ჯვრის პოვნის საკითხავი MS 1600
ჯვრის პოვნის საკითხავი MS 1600 — X საუკუნის ქართული ხელნაწერი.
აღწერა
რედაქტირებახელნაწერი შედგება 2 ფურცლისგან; შესრულებულია ეტრატზე (ზომები 23×20 სმ.), გადაწერილია ფსევდო ათანასეს ჯვრის საკითხავი. ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში ეს ჰომილია ფრაგმენტის სახით გვხვდება მხოლოდ კლარჯულ მრავალთავში (ხეც A 144, 208r). კოლექციის ვებგვერდზე გამოტანილი ინფორმაციის თანახმად, შოიენის ეს ხელნაწერი უკავშირდება ლაიფციგის უნივერსიტეტის God. Ms. V 1096. UB ერთეულს, რომელიც 3 სხვადასხვა ქართული ფრაგმენტისგან შედგება (შდრ. God. Ms. V 1096. UB). მთავრულით. ლაიფციგის ხელნაწერი ფურცლების დღეისათვის მღებული რაობისა და ზომების მიხედვით, კავშირი შოიენისა და ლაიფციგის ფურცლებს შორის ნაკლებ სავარაუდოა. ვფიქრობთ, მხოლოდ ორივე ფრაგმენტში სრულყოფილი ტექსტოლოგიურ-კოდიკოლოგიური შესწავლა გასცემს პასუხს წამოჭრილ კითხვას. დასაწყისი recto: „მყოფელი ორსახედ ვითარცა თქუათ ანუთუ მიუღებიეს აქავე სასყიდელი მათი ნაცვალად საქმისა მათისა მსგავსად თქუმულისა მის რომელი ითქუა...“
ისტორია
რედაქტირებაშედიოდა შოენის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში. 2019 წლის 10 ივლისს კრისტის აუქციონზე ხელნაწერი გაიყიდა 25 ათას გირვანქა სტერლინგად.[1]