ჯეიმზ ლასტი (გერმ. James Last, ნამდვილი სახელი - ჰანს ლასტი, დ. 17 აპრილი, 1929 — გ. 9 ივნისი, 2015, ფლორიდა, აშშ) — გერმანელი კომპოზიტორი, არანჟირებების ავტორი და დირიჟორი. სხვადასხვა წლებში იგი ცნობილი გახდა ცნობილი მუსიკოსების პოპულარული სიმღერების კომპოზიციების საცეკვაო ვერსიებით. აქვს შექმნილი საკუთარი ორკესტრი. მისი კომპოზიციებიდან ყველაზე ცნობილია The Lonely Shepherd, დაწერილი რუმინელ გეორგე ზამფირთან ერთად და გამოცემული 1977 წელს სინგლზე. ეს მელოდია მოგვიანებით ფილმში „მოკალი ბილი“ გამოიყენა კვენტინ ტარანტინომ.

ჯეიმზ ლასტი, 1970 წელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: