ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება

(გადამისამართდა გვერდიდან ჯედაის დაბრუნება)

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება“ (ინგლ. Star Wars Episode VI: Return of the Jedi) — 1983 წლის ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის რიგით მესამე ფილმი ციკლიდან „ვარსკვლავური ომები“.

„ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება“
რეჟისორი რიჩარდ მარკუანდი
პროდიუსერი ჰოვარდ კაზანიჯანი
რობერტ უოტსი
ჯორჯ ლუკასი
რიკ მაკ-კალუმი
(სპეციალური გამოცემა)
სცენარისტი ჯორჯ ლუკასი, ლოურენს კესდენი
როლებში მარკ ჰემილი
ჰარისონ ფორდი
კერი ფიშერი
ბილი დი უილიამსი
ენტონი დენიელზი
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
დისტრიბუტორი 20th Century Fox
Lucasfilm
ხანგრძლივობა 132 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 32.5-42.7 მილიონი აშშ დოლარი[1][2]
შემოსავალი 475.1 მილიონი აშშ დოლარი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

გალაქტიკაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. აჯანყებულები წინააღმდეგობას უწევენ იმპერიულ ძალებს, რომელთა მმართველია სითჰების მბრძანებელი იმპერატორი პალპატინი (დართ სიდიუსი). პრინცესა ლეია ორგანა ჯაშუშებისგან შეიტყობს, რომ იმპერიამ შექმნა ახალი სიკვდილის ვარსკვლავი, გიგანტური პლანეტა-ბაზა. აჯანყებულთა ალიანსმა ნებისმიერი ფასით უნდა გაანადგუროს ის. მაგრამ ახალი საფრთხე უკვე მზადდება ასამოქმედებლად. თავდაპირველად მასზე დართ ვეიდერი, შემდეგ კი თავად იმპერატორი ჩამოდიან.

ლუკ სკაიუოკერი ამასობაში პლანეტა ტატუინზე ჩადის, რათა ჯაბა ჰატის ტყვეობისგან იხსნას გაყინული ჰან სოლო. თავდაპირველად ის ჯაბას საჩუქრის სახით გაუგზავნის დროიდებს C3PO და R2D2. ლეიას, ლენდო კალრისიანისა და ჩუბაკას დახმარებით იგი იხსნის ჰანს და ანადგურებს ჯაბას მთელ ბაზას. ამ ბრძოლის დროს ლეია თავად ახრჩობს საზარელ ჯაბას, ხოლო უდაბნოს არსება ზონაკი ყლაპავს დაქირავებულ მკვლელ ბობა ფეტს.

შემდეგ გმირების გზები იყოფა. ლეია, ჰანი და ლენდო სისტემა სოლუსტოში მიფრინავენ, სადაც აჯანყებულთა ახალი ფლოტი იკრიბება. ლუკი უბრუნდება იოდას, რომელმაც მას ბოლომდე უნდა შეასწავლოს ჯედაის ხელოვნება. მაგრამ იოდა დასუსტებულია და კვდება. სიკვდილის წინ ის აიმედებს ლუკს, რომ ჯედაის ხელოვნება ბოლომდე აქვს შესწავლილი, მაგრამ ნამდვილ ჯედაის რაინდად იქცევა მხოლოდ მაშინ, როდესაც დართ ვეიდერს შეერკინება. მას შემდეგ, რაც იოდა კვდება, ჩნდება ობი-ვან კენობის აჩრდილი და ლუკს შეატყობინებს, რომ დართ ვეიდერი ნამდვილად მისი მამაა, ხოლო ლეია - სინამდვილეში მისი და, რომელსაც ასევე გააჩნია ჯედაის ძალა.

ამასობაში აჯანყებულები გეგმავენ, თუ როგორ გაანადგურონ სიკვდილის ვარსკვლავი - სანამ მასზე ჯერ კიდევ არ არის საკმარისი აღჭურვილობა. ამისათვის აუცილებელია მისი ენერგიული არის გათიშვა, რომელსაც პლანეტა ენდორიდან მართავს სპეციალური პულტი. შენობაში შეღწევა შესაძლოა მხოლოდ იმპერიული შატლით, რომლის კომპიუტერი ფლობს საიდუმლო კოდს. ამ კოდის გარეშე სიკვდილის ვარსკვლავთან მიახლოება შეუძლებელია. შატლის მართვას თავის თავზე ჩუბაკა და ჰანი იღებენ. ლუკი და ლეია უერთდებიან მათ და ენდორზე მიემართებიან.

პლანეტაზე ისინი შეხვდებიან მშვიდობისმოყვარე დათუნიების მსგავს არსებათა ტომს, ევოკებს. რატომღაც ისინი C3PO-ს საკუთარი ტომის ღვთაებად აღიქვამენ და ამიტომ მის მეგობრებსაც პატივს სცემენ. ლუკი უამბობს ლეიას, რომ იგი მისი დაა და მას ვეიდერთან შეხვედრა სურს. ლუკი იქაურობას ტოვებს, მაგრამ ჰანმა, რომელიც შეყვარებულია პრინცესაზე, სიმართლე ჯერ კიდევ არ იცის.

ლუკი ჩაბარდება ვეიდერს და მას მიჰყვება სიკვდილის ვარსკვლავზე. იქ იგი შეიტყობს, რომ მის მეგობრებს ელოდება ხაფანგი, რომელშიც მონაწილეობენ იმპერიის საუკეთესო თავდამსხმელები. პლანეტის დამცავი არე არ გათიშულა, ყველა აჯანყებული აყვანილია ტყვედ. უფრო მეტიც - სიკვდილის ვარსკვლავიდან გაშვებულია გამანადგურებელი სხივები, ალიანსის ხომალდები კი გარშემორტყმულია იმპერიული ძალების მიერ.

ლუკი შეერკინება დართ ვეიდერს. გამოუვალი მდგომარეობის გამო ალიანსი წინააღმდეგობას უწევს იმპერიულ ფლოტს. გაუგებრობის ფონზე ენდორზე მყოფი გაერთიანება ანადგურებს იქ ჩასულ იმპერიულ ჯარებს, ხოლო ჰანი და ლეია თიშავენ სიკვდილის ვარსკვლავის დაცვას.

ლუკი მოჰკვეთს ხელს ვეიდერს, მაგრამ არ სურს მისი მოკვლა. იგი ეუბნება დართ სიდიუსს, რომ ჯედაია და არ სურს საკუთარი მამის მოკვლა. იმპერატორი ცდილობს სკაიუოკერის თავისი ძალებით განადგურებას, მაგრამ ვეიდერი უეცრად იცვლის პოზიციას, იჭერს იმპერატორს და მას სავენტილაციო გვირაბში აგდებს.

სიკვდილის წინ ლუკი ხსნის ვეიდერს ნიღაბს, რათა მან შვილს საკუთარი თვალებით შეხედოს. საბოლოოდ იგი ხომალდით ტოვებს პლანეტას, რომელიც ფეთქდება. ლუკი მამის გვამს წვამს და ბრუნდება ენდორზე. მთელი გალაქტიკა ზეიმობს იმპერიის დამარცხებას. ლეია სოლოს ეუბნება, რომ ლუკი მისი ძმაა. ლუკი კი ხედავს იოდას, ობი-ვანისა და ენეკინ სკაიუოკერის, იგივე დართ ვეიდერის აჩრდილებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Aubrey Solomon, Twentieth Century Fox: A Corporate and Financial History, Scarecrow Press, 1989 p260
  2. J.W. Rinzler, The Making of Return of the Jedi, Aurum Press, ISBN 978 1 78131 076 2, 2013 p336