ჯაჰანგირ ბეგ ქაზიმბეგოვი
ჯაჰანგირ ბეგ ქაზიმბეგოვი (აზერ. Cahangir bəy Kazımbəyov; დ. 15 მარტი, 1885 — გ. 17 იანვარი, 1955) — აზერბაიჯანის არმიის პოლკოვნიკი, განჯის აჯანყების (1920) ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ჯაჰანგირ ბეგ ქაზიმბეგოვი | |
---|---|
აზერ. Cahangir bəy Kazımbəyov | |
დაბადების თარიღი | 3 (15) მარტი, 1885 |
დაბადების ადგილი | განჯა |
გარდაცვალების თარიღი | 17 იანვარი, 1955 |
გარდაცვალების ადგილი | ბერლინი |
ჯარის სახეობა | კავალერია |
სამხედრო სამსახურის წლები |
რუსეთის იმპერია 1902—1917 აზერბაიჯანის დრ 1918—1920 პოლონეთი 1923—1939[1] |
წოდება | პოდპოლკოვნიკი პოლკოვნიკი |
ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1885 წლის (სხვა წყაროებში 1894) 15 მარტს განჯაში. გიმნაზია დაამთავრა მშობლიურ ქალაქში. 1902 წელს სამხედრო სამსახური დაიწყო. სამი წლის შემდეგ მიიღო პირველი ჩინი — ხორუნჟი. არის პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. მეფის არმიაში თავისი სამხედრო კარიერა 1917 წელს დაასრულა პოდპოლკოვნიკის ჩინით.
1919 წლის იანვარში შევიდა ადრ-ის არმიაში. სამხედრო მინისტრის არტილერიის გენერალ მეჰმანდაროვის 14 იანვრის ბრძანებით, დაინიშნა 1-ლი ქვეითი დივიზიის მე-3 ქვეითი განჯის პოლკის მეთაურის განკარუგელებაში.[2] სამხედრო უწყების 3 ივლისის № 276 ბრძანებით დაინიშნა მე-3 ქვეითი განჯის პოლკის მეთაურად.
სამხედრო განყოფილების 1920 წლის 24 მარტის № 167 ბრძანებით პოდპოლკოვნიკი ჯაჰანგირ ბეგი პოლკოვნიკის ჩინში იქნა გადაყვანილი.[3]
არის განჯის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. მას შემდეგ, რაც აჯანყებულებმა ქალაქზე კონტროლი აიღეს, ქაზიმბეგოვი დაინიშნა განჯის გარნიზონის უფროსად.[4] აჯანყების ჩახშობის შემდეგ, მცირედი რაზმით დაიხია საქართველოში. აქედან ის ემიგრაციაში წავიდა თურქეთში. 1923 წელს ჩავიდა პოლონეთში და იმავე წელს გახდა პოლონეთის არმიის ოფიცერ-კონტრაქტორი. გაიარა პოლონეთის შეიარაღებული ძალების მსმენელთა კურსი, მეთაურობდა ბატალიონს და პოლკს.
მეორე მსოფლიო ომის წლებში ის გახდა აზერბაიჯანული ემიგრანტული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. სწორედ მას გამოეცხადა ნდობა გაეხსნა 1943 წელს ბერლინში გამართული აზერბაიჯანელთა ეროვნული ყრილობა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რაღაც პერიოდი იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ თურქეთში დამკვიდრდა. გარდაიცვალა 1955 წელს ბერლინში, საიდუმლოებით მოცულ გარემოებაში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gruzini, Azerowie i inni przedstawiciele narodów Kaukazu w Wojsku Polskim w okresie międzywojennym
- ↑ Государственный архив Азербайджанской Республики, ф. 2898, оп. 2, д.5, л. 9
- ↑ Государственный архив Азербайджанской Республики, ф. 2898, оп. 2, д.3, л. 202
- ↑ Мехман Сулейманов. Армия Азербайджана (1918—1920). — Баку, 1998, с. 445