ჯაფარ ჯაბარლის სახლ-მუზეუმი

ჯაფარ ჯაბარლის სახლ-მუზეუმი (აზერ. Cəfər Cabbarlının ev-muzeyi) — სახლ-მუზეუმი, რომელშიც ცხოვრობდა აზერბაიჯანელი დრამატურგი ჯაფარ ჯაბარლი. მუზეუმი შედის კულტურის სამინისტროს სისტემაში.

ჯაფარ ჯაბარლის სახლ-მუზეუმი
აზერ. Cəfər Cabbarlının ev-muzeyi
40°22′04″ ჩ. გ. 49°49′19″ ა. გ. / 40.36795389° ჩ. გ. 49.82205306° ა. გ. / 40.36795389; 49.82205306
დაარსდა 1982
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი http://cabbarli.ev-muzeyi.az/
Map

მუზეუმი გაიხსნა 1982 წლის 20 მარტს მწერლის 80 წლისთავთან დაკავშირებით. მუზეუმის სახელით გამოშვებული იქნა დისკი „თავისუფალი ჩიტი“, რომელიც შედგებოდა მწერლის მიერ დაწერილი სიმღერებისგან. იმავდროულად ჯაბარ ჯაბარლის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაფუძნდა განსაკუთრებული პრემია „ჯაბარლი“, რომელიც რამდენიმე ესტრადის არტისტს გადაეცა. კულტურულ ცენტრში ინახება 8 000 ექსპონატი.

ოთახებში, სადაც განლაგებულია ექსპონატები, ასევე წარმოდგენილია დოკუმენტები და ფოტოსურათები, რომლებიც განასახიერებენ მწერლის ცხოვრების სასცენო მაკეტებს, პირად ნივთებს და სხვა. ასევე გამოჩენილი პიროვნებების მიერ ნაჩუქარი ნივთები და სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეძღვნება ჯაბარ ჯაბარლის. ამჟამათ მუზეუმს ხელმძღვანელობს გიამარ სეიფედინგიზი.[1]