ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯაფარ ხანდანი (აზერ. Cəfər Xəndan Zeynal oğlu Hacıyev; 25 აპრილი (8 მაისი), 1911, ერევანი - 10 აგვისტო, 1961, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა პოეტი და კრიტიკოსი. ჯაფარ ხანდანი დაიბადა 1911 წლის 8 მაისს ქალაქ ერევანში.[1]

ჯაფარ ხანდანი
აზერ. Cəfər Xəndan
დაბადების თარიღი 25 აპრილი (8 მაისი), 1911
დაბადების ადგილი ერევანი
გარდაცვალების თარიღი 10 აგვისტო, 1961(1961-08-10) (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
საქმიანობა მწერალი, პოეტი, ლიტერატურათმცოდნე და ლიტერატურის თეორიტიკოსი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ და საპატიო ნიშნის ორდენი
შვილ(ებ)ი Refig Zeka Khandan

სიცოცხლე

რედაქტირება

1932 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში.

1950-1954 წლებში იყო რექტორი, 1952-1961 წლებში იყო აზერბაიჯანის საზელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორიის განყოფილების გამგე. ხანდანის ძირითადი ნაწარმოებები ეძღვნება მე-20 საუკუნის აზერბაიჯანულ ლიტერატურას. ავტორია საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს „XX საუკუნის აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორია“. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბაქოში, სადაც გარდაიცვალა 1961 წელს.

  1. Cəfər Xəndan. ციტირების თარიღი: 2015-05-09
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაფარ_ხანდანი“-დან