ჯარიაშენის წმინდა გიორგის ეკლესია

ჯარიაშენის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (10,2 X 6,2 მ.), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, მის ორსავე მახარეს — თითო ღრმა ნიში. თითო სარკმელი სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებშიცაა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. სახურავი კრამიტისაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.