ჯანგი (ცეკვა)
ჯანგი (აზერ. Cəngi) — მამაკაცის აზერბაიჯანული ეროვნული ცეკვა. თვითონ სიტყვა „ჯანგი“ (ან „ჯენგი“) აზერბაიჯანულიდან თარგმანში ნიშნავს „საბრძოლოს“. თვითონ ცეკვა — უძველესია, გვაგონებს აზერბაიჯანის გოლიათების ბრძოლას და სრულდება მათ პატივსაცემად. ცეკვა გამოხატავს გამოწვევას, კავკასიურ ბრძოლისაკენ. ცეკვა სრულდება ვაჟკაცური სულისკვეტებით, მხოლოდ მამაკაცების მიერ დღესასწაულებზე, კონცერტებზე.
სიტყვის წარმოშობა
რედაქტირება„ჯანგი“ არის დაბის დასახელება. ზოგი სპეციალისტი თვლის, რომ სიტყვა „ჯანგი“ წარმოშობილია სიტყვა „ზანგი“-დან. „ზანგი“ ძველი თურქული ოღუზური ტომია. ამ ტომთან დაკავშირებულია ტოპონიმები „ზანგილანი“ (აზერბაიჯანის ზანგილანის რაიონი), „ზანგიბასარი“ (ზანგიბასარის რაიონი, ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორია).
ისტორია
რედაქტირება„ჯანგი“ გამოსახავს მებრძოლ სვლასა და ბრძოლისთვის მოწოდებას. ცეკვას აქვს უძველესი ისტორია. აზერბაიჯანში, შემახას რაიონში (ამჟამინდელი გობუსტანის რაიონი) არსებობს ტერიტორია, რომელსაც ჯანგის ეძახიან.
ცეკვას ასრულებდნენ ძველ ოღუზურ ტომებს შორის შეტაკებების, აგრეთვე ჭიდაობის, შეჯიბრებებისა და სამხედრო ცერემონიების დროს. აშუღური მელოდიების მსგავსად „ჯანგი“ შექმნილია შურის (მუღამის ერთ-ერთი კილო) საფუძველზე. მისი მუსიკალური ზომაა 2/4. „ჯანგი“ ასევე სრულდება ძალოვნების შეჯიბრებებზეც.[1][2]
ხასიათის მიხედვით ცეკვა მიეკუთვნება მუსიკალური ნაწარმოებების იმ ჯგუფს, რომელშიც შედიან ცეკვები „კაითაღი“ და „ჰალაი“. სრულდება მეზურნეთა ჯგუფის მიერ.[3]