ჯამშიდ ნახიჩევანსკის სახლ-მუზეუმი

ჯამშიდ ჯაფარკული ორლი ნახიჩევანელის სახლ-მუზეუმი (აზერ. Cəmşid Naxçıvanskinin ev muzeyi) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი სამხედრო მოღვაწის სახლ-მუზეუმი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ჯამშიდ ნახიჩევანსკის სახლ-მუზეუმი
აზერ. Cəmşid Naxçıvanskinin ev muzeyi
დაარსდა 1981 წელი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ნახიჩევანი, აზერბაიჯანი
 
2015 წლის საფოსტო მარკა

მუზეუმი 1981 წელს ნახიჩევანსკების ხანების საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენლის, აზერბაიჯანის სამთომსროლელი დივიზიის ბრიგადის მეთაურის ჯამშიდ ნახიჩევანსკის 85-წლისთავთან დაკავშირებით დაარსდა. მუზეუმში წარმოდგენილია ჯამშიდ ნახიჩევანსკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი 3208 ექსპონატი, მათ შორის ფოტოსურათები, ორდენები და მედლები, დოკუმენტები, წიგნები, წერილები და ჩანაწერები, პირადი და საშინაო ნივთები. განსკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისადმი მიძღვნილი სტატიები და წიგნები.

შენობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში აიგო ჯამშიდ ნახიჩევანსკის მამის, ჯაფარგული ხანის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება