ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯამილ მირ იუსიფ ოღლუ მუფიდზადე (აზერ. Cəmil Miryusif oğlu Müfidzadə; დ. 24 თებერვალი, 1934, ორდუბადი - 20 დეკემბერი, 2019, ბაქო) — აზერბაიჯანელი გრაფიკოსი. აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი (2002).[1]

ჯამილ მუფიდზადე
დაიბადა 24 თებერვალი, 1934(1934-02-24)
დაბადების ადგილი ორდუბადის რაიონი
გარდაიცვალა 20 დეკემბერი, 2019(2019-12-20) (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
ჟანრი გრაფიკა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯამილ მუფიძადე დაიბადა 1934 წლის 24 თებერვალს ორდუბადში. ის ოჯახში მეხუთე შვილი იყო. მისი მამა ბუღალტერად მუშაობდა, დედა კი დიასახლისი იყო. პატარაობიდანვე უყვარდა ხატვა. პირველი სპეციალიზებული განათლება 1948-1955 წლებში ბაქოს აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლაში მიიღო. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ნახატი „ექსპონატების გაგზავნა საკავშირო გამოფენაზე“. 1955-1956 წლებში სწავლობდა კიევის საშუალო სამხატვრო სკოლაში, სადაც დაინტერესდა ოფორტით.

ჯამილ მუფიდზადე 1959 წლიდან 1962 წლამდე სწავლობდა ხარკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ბაქოში, სადაც მას სახელოსნო და პატარა ბინა გადასცეს „იჩერი შეჰერში“.[2]

1957 წლიდან იღებს მონაწილეობას გამოფენებში.

მხატვრის ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სახელმწიფო სამხატვრო გალერეაში, აღმოსავლური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (მოსკოვი), მაქსიმ გორკის სახლ-მუზეუმში (მოსკოვი), ლუდვიგის მუზეუმში (გერმანია), ულან-ბატორის ხელოვნების მუზეუმში (მონღოლეთი) და კერძო კოლექციები მთელ რიგ ქვეყნებში.

ჯამილ მუფიდზადე ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილებას.

მუფიდზადე ბევრს მოგზაურობდა. მან გამოსცა წიგნი „დედამიწის 4/5“, რომელშიც მოთავსებულია მისი ფოტოგრაფიული მოგონებები და მოგზაურობის დროს შესრულებული ნამუშევრები.

გარდაიცვალა 2019 წლის 20 დეკემბერს ბაქოში.[3]

  1. Soltanlı, S. (2015). "Dünyanın 4/5-ü" rəssamın fotolarında: [Xalq rəssamı Cəmil Müfidzadənin eyniadlı kitabı haqqında]. Mədəniyyət. 
  2. Xalq rəssamı Cəmil Müfidzadə vəfat edib az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-07. ციტირების თარიღი: 2019-12-28.
  3. Xalq rəssamı Cəmil Müfidzadə vəfat edib az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-13. ციტირების თარიღი: 2019-12-28.