ჯალაბეთის ეკლესია (ქომუ ჯუარი)
ჯალაბეთის ეკლესია (ქომუ ჯუარი) — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბეთში. აგებულია შუა საუკუნეებში. ნაგებობა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. შემორჩენილია ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები სამი მეტრის სიმაღლეზე. ნაშენია ფლეთილი ქვით. ეკლესიის გეგმის დადგენა გათხრა-გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004