ჯალაბეთის ეკლესია
ჯალაბეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბეთში. აგებულია შუა საუკუნეებში. თითქმის დანგრეული ეკლესიიდან შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი კედელი 4 მეტრის სიმაღლეზე. სამშენებლო მასალად გამოყენებულია შირიმის ქვა. გეგმის დადგენა გათხრა-გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.
ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004