ჯავან ზეინალი
ჯავან ზეინალი (აზერ. Cavan Zeynallı; დ. 29 სექტემბერი, 1945, ბაქო) — აზერბაიჯანელი მომღერალი, ჯაზმენი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი (2019).[1]
ჯავან ზეინალი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 29 სექტემბერი, 1945 (79 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო |
ცხოვრება
რედაქტირებაჯავან ზეინალი დაიბადა 1945 წლის 29 სექტემბერს ბაქოში. დედამისი, ქალბატონი შაფიგა მაჯიდოვა, საოპერო მომღერალი იყო და უზეირ ჰაჯიბეილის კოლექტივში მუშაობდა. დაამთავრა 7-წლიანი მუსიკალური სკოლა, 1967 წელს კი ა.ზეინალის სახელობის სამუსიკო ტექნიკუმი. იმავე წელს ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე. 1972 წელს კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა აზერბაიჯანის სიმღერის სახელმწიფო თეატრში სოლისტად. 1976 წელს მუშაობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტ-ვოკალისტად. 1979-2001 წლებში იყო სახელმწიფო ანსამბლ „გაიას“ სოლისტი. ანსამბლ „გაიასთან“ ერთად მოიარა მრავალი უცხო ქვეყანა და ღირსეულად წარმოადგინა აზერბაიჯანული პოპ-არტის ნიმუშები.
მონაწილეობდა ბაქოში, მოსკოვში, ლატვიაში, გერმანიასა და პოლონეთში გამართულ ჯაზ-ფესტივალებში. მან ბაქოს ჯაზის ცენტრში სამი სოლო კონცერტი გამართა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycan Respublikasının mədəniyyət xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin 24 may 2019-cu il tarixli Sərəncamı az. president.az (2019-05-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-25. ციტირების თარიღი: 2019-05-25.