ჯაბა (საკუთარი სახელი)
საკუთარი სახელი
|
ჯაბა — სახელი წარმოსდგება ჯაბრიელის შემოკლებული ვარიანტისაგან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ძველი ებრაული სახელის, გაბრიელის, არაბიზებულ ფორმას. გაბრიელი ერქვა ერთ-ერთ მთავარანგელოზს, რომლის სახელიც არაბულად გადმოიცემა როგორც „ჯაბრიელ“. ამის შემოკლებით მიღებულია ჯაბა. ჯაბასაგან წარმოქმნილია გვარი ჯაბიძე.[1].
სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 3851 მატარებელი ადამიანი[2].
ანგელოზის დღე, 24 დეკემბერი — ყოველთა წმინდანთა დღე[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ჯაბა“, „რა გქვია შენ?“ დაარქივებული 2012-06-08 საიტზე Wayback Machine.
- ვაჟის სახელები (ჯ), ქართული გენეალოგია დაარქივებული 2011-10-11 საიტზე Wayback Machine.
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დაარქივებული 2012-04-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2021-01-18.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2011-08-08.
- ↑ ხსენება ყოველთა წმიდათა - საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა